ერთგული "სკარი" - მყვინთავის მეგობარი - კვირის პალიტრა

ერთგული "სკარი" - მყვინთავის მეგობარი

დომინიკელ წყალქვეშა ოპერატორ ენდრიუ არმორას 10 წლის უზარმაზარი მამალი კაშალოტი "სკარი" დაუმეგობრდა: ვეშაპი "ძმაკაცს" ნებას რთავს, გვერდით გაჰყვეს და

მიეფეროს კიდეც. "სკარი" ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა თავად მიცურდა ენდრიუს იახტასთან, რომელიც ზღვაში ცოლს ასეირნებდა: მას მომცრო ჭრილობა ჰქონდა.

ენდრიუ პატარას მიეფერა... მას შემდეგ კი იგი შეუცდომლად ცნობს ენდრიუს იახტასაც და ხმასაც! ის კი არა, მასთან ერთად მყოფ მის მეგობარ მყვინთავებსაც აძლევს მიფერების უფლებას, რომელთა თქმით, ვეშაპი ენდრიუს ისე ექცევა, როგორც კეთილი და ერთგული ძაღლი.