კაბა მისწრებაზეა - კვირის პალიტრა

კაბა მისწრებაზეა

5 თებერვალს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში გაიმართა საპატარძლოების  ყოველწლიური "რბოლა საქორწინო კაბისთვის" - მაღაზია ამ დღეს რამდენიმე

ათასდოლარიან ძვირფას საქორწინო კაბებს 250 დოლარად სთავაზობს ნებისმიერ მყიდველს. ამიტომ, მთელი ქვეყნიდან ასობით საპატარძლო ღამეს მაღაზიის კართან რიგში ათევს, ხოლო დილით სუპერმარკეტის უზარმაზარ დარბაზში გოგონები თავპირისმტვრევით შერბიან და პირველსავე კაბას სტაცებენ ხელს.

ძვირფასი კაბებით ხელდამშვენებული გოგონები ბედნიერებისგან ტირიან! თუმცა, შემდეგ "ბედნიერთა" გვარიანი ნაწილი შესაფერისი ზომის ძებნაში მთელი დღე ერთმანეთს კაბებს უცვლის...