კოცნა - ჭორის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

კოცნა - ჭორის წინააღმდეგ

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს სარჩელი შეაქვთ ტაბლოიდის წინააღმდეგ, რომელმაც მათი გაყრის ამბავი ახლახან მთელ ქვეყანას მოსდო. ჭორის საბოლოოდ

გასაფანტავად კი მსოფლიოს #1 წყვილად მიჩნეული ცოლ-ქმარი ამერიკულ ფეხბურთში ახალ ორლეანსა და ინდიანაპოლისს შორის სუპერთასის საფინალო მატჩს "საგულშემატკივროდ" შვილთან ერთად დაესწრო. ბუნებრივია, გაჭედილი სტადიონი ფეხბურთზე მეტად მათ მისჩერებოდა, წყვილი კი გუნდებს აქტიურად გულშემატკივრობდა - ერთმანეთის ხვევნით! ბოლოს კი საპატიო ლოჟაში მსხდომი სუპერვარსკვლავები ფეხზე წამოდგნენ და საჯაროდ უძღვნეს ერთმანეთს ხანგრძლივი, მწველი კოცნა.