"გადამრჩენი" მორიელი - კვირის პალიტრა

"გადამრჩენი" მორიელი

ტაილანდში ყოველწლიურად ტარდება კოალიციური სამხედრო სწავლება "ოქროს კობრა". მასში წელს ტაილანდის, აშშ-ის, სინგაპურის, ინდონეზიის, იაპონიისა და

სამხრეთ კორეის 14 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს. სწავლების ერთ-ერთი სავალდებულო პროგრამაა "ჯუნგლებში თავის გადარჩენა", რომლის დროსაც ჯარისკაცები  ტყეში ბაყაყებით, კობრას სისხლითა და მორიელებით იკვებებიან... თუ ტაილანდელებისთვის აქაური დიდი მორიელი დელიკატესია, ახლა სხვებმაც აღმოაჩინეს, რომ ის თურმე გემრიელიცაა და კალორიულიც.