"შეყვარებული ვეფხვის" წელი - კვირის პალიტრა

"შეყვარებული ვეფხვის" წელი

14 თებერვალს, როცა თითქმის მთელი მსოფლიო წმინდა ვალენტინისა და ტრადიციად ქცეულ "სიყვარულის დღეს" აღნიშნავს, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის

სხვა ქვეყნებში ახალი წლის დადგომას ზეიმობენ - ახალი წელი აქ უდიდეს დღესასწაულად ითვლება. რადგან წელი "ვეფხვისაა", საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული პატარები, ბუნებრივია, ვეფხვებად "იქცნენ", ხოლო მოზრდილები ხუმრობენ, რომ ამ დამთხვევის გამო წელიწადი "შეყვარებული ვეფხვისა" იქნება...