სოფო ნიჟარაძე: "ჩემი და პაველ ბურეს გზები კარგა ხანია გაიყო" - კვირის პალიტრა

სოფო ნიჟარაძე: "ჩემი და პაველ ბურეს გზები კარგა ხანია გაიყო"

- გვიხარია, რომ სოფო ნიჟარაძე საქართველოდან წასვლას აღარ აპირებს. მის შესახებ ყველაფერი გვაინტერესებს. განსაკუთრებით მისი და "რომეოს" ამბავი. ისიც გავიგეთ, ცნობილ ჰოკეისტს უყვარდაო... გთხოვთ, უფრო ახლოს გაგვაცნოთ ჩვენი საყვარელი მომღერალი.

თბილისელი ფანების სახელით თამუნა, მარი და ავთო პაპაშვილები

კითხვას უპასუხებს მომღერალი სოფო ნიჟარაძე:

- დიდი მადლობა ჩემს ახალ ფანებს. მათ შეუძლიათ 27 თებერვალს "ევროვიზიის" საკონკურსო სიმღერის არჩევაშიც "დამეხმარონ". რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჯულიეტას როლი, რომელიც მოსკოვის ოპერეტის თეატრში განვასახიერე 2004-2006 წლებში. "ჩემი რომეო" მსახიობი ანდრეი ალექსანდრინი იყო, რომელთანაც დღესაც ვმეგობრობ. ჩემი და ცნობილი ჰოკეისტის პაველ ბურეს გზები კი კარგა ხანია გაიყო... საერთოდ, პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე... ერთს კი გეტყვით, რომ ყველაზე უკეთ თავს თბილისში ვგრძნობ. მოსკოვიდან დღესაც მეხმიანებიან, მაგრამ იქ დაბრუნებას არ ვაპირებ...