რა საჭიროა "პრეზიდენტების გალერეა" - კვირის პალიტრა

რა საჭიროა "პრეზიდენტების გალერეა"

ვაშინგტონის მერმა, ადრიან ფენტიმ 15 თებერვალს მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში საზეიმოდ გახსნა "პრეზიდენტების გალერეა". გალერეაში

ჯერჯერობით ცხრა "პრეზიდენტია". ისინი შეავსებენ ექსპოზიციას, სადაც უკვე არიან ცვილის ობამა და მამა-შვილი ბუშები. ფენტის თქმით, მალე გალერეაში აშშ-ის ყველა - 44 პრეზიდენტი დაიდებს ბინას. სხვათა შორის, გახსნას ესწრებოდა დაწყებითი სკოლის 30 საუკეთესო მოსწავლე, რომლებმაც, ობამას გარდა, ვერავინ იცნეს! "ამიტომაც გვჭირდება ეს მუზეუმი", - დასძინა მერმა.