წმინდა "ფქვილის ომი" - კვირის პალიტრა

წმინდა "ფქვილის ომი"

1801 წლიდან თურქების წინააღმდეგ აჯანყების თარიღს საბერძნეთის ქალაქ გალაქსიდის მცხოვრებნი დიდმარხვის პირველ ორშაბათს (ანუ როგორც საბერძნეთში

უწოდებენ, "წმინდა ორშაბათს") დაუნდობელი''ფქვილის ომით" აღნიშნავენ. ჯანყი ქალაქის მოედანზე გამურული ბერძენი მებრძოლების ცეკვით იწყება. აღარავის ახსოვს, მოზეიმეებმა მური ათასფრად შეღებილი ფქვილით როდის შეცვალეს, მაგრამ ტურისტებს დაჟინებით ურჩევენ, "ომს" შორიდან უყურონ. ქალაქის ისტორიულ შენობებს კი ფქვილისგან დასაცავად წინასწარ ფუთავენ.