აგნესმა "ნაომი გააკეთა" - კვირის პალიტრა

აგნესმა "ნაომი გააკეთა"

ნაომის მიერ ჰაიტის დასახმარებლად ნიუ-იორკში ორგანიზებულ საქველმოქმედო ჩვენებაზე ბრიტანელი სუპერმოდელი აგნეს დეინი პოდიუმზე ორჯერ წაიქცა დამუხლებიც გვარიანად დაიშავა. 26 წლის მოდელის მარცხი მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა გამოიწვია. ვარსკვლავმა ბოლოს ფეხსაცმელი საერთოდ გაიხადა და პოდიუმი ფეხშიშველმა დატოვა...

სიტუაციის კომიზმი კი ისაა, რომ 1993 წლის შემდეგ, როცა ნაომისაც იგივე დაემართა, მსგავს წაქცევას დაერქვა "ნაომი გააკეთა"!