უფლისწული და... ბრმების ტირი - კვირის პალიტრა

უფლისწული და... ბრმების ტირი

ჩრდილოეთ უელსში მხედველობადაკარგული სამხედრო მოსამსახურეებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოქმედებს. საინტერესო კი ისაა, რომ რეაბილიტაციის

პროგრამაში დაბრმავებულთათვის ისრის მიზანში სროლაც შედის! უსინათლოთა სასროლეთს კი ახლახან თავად უფლისწული უილიამი ეწვია და ინსტრუქტორის დახმარებით, თვალებზე სახვევაფარებულმა, ისევე ესროლა სამიზნეს ისრები, როგორც  მისი დაბრმავებული ჯარისკაცები ისვრიან...