წინსაფრიანი და მზარეულისქუდიანი გოგონების "ბლითიანი ტაფებით რბოლა" ინგლისის ქალაქ ოლნის ძველი ტრადიციაა, რომელიც 1445 წლიდან ტარდება. მას მთელიქალაქი ესწრება. არადა, ამ რბოლას საფუძვლად სრულიად "არატრადიციული" ამბავი დაედო: დიასახლისმა, რომელსაც ოლნის ეკლესიაში აღსარებაზე აგვიანდებოდა, ტაფით ხელში მთელი ქალაქი ისე გაირბინა, წინსაფრის მოხსნაც კი დაავიწყდა... თუ არაფრით გამორჩეულ ქალაქს სურს, ჰქონდეს საკუთარი "ტრადიციული ზეიმი", ჩანს, ამისთვის უბრალო ტაფაც საკმარისია!