"რბოლა ბლითიანი ტაფებით" - კვირის პალიტრა

"რბოლა ბლითიანი ტაფებით"

წინსაფრიანი და მზარეულისქუდიანი გოგონების "ბლითიანი ტაფებით რბოლა" ინგლისის ქალაქ ოლნის ძველი ტრადიციაა, რომელიც 1445 წლიდან ტარდება. მას მთელი

ქალაქი ესწრება. არადა, ამ რბოლას საფუძვლად სრულიად "არატრადიციული" ამბავი დაედო: დიასახლისმა, რომელსაც ოლნის ეკლესიაში აღსარებაზე აგვიანდებოდა, ტაფით ხელში მთელი ქალაქი ისე გაირბინა, წინსაფრის მოხსნაც კი დაავიწყდა... თუ არაფრით გამორჩეულ ქალაქს სურს, ჰქონდეს საკუთარი "ტრადიციული ზეიმი", ჩანს, ამისთვის უბრალო ტაფაც საკმარისია!