"გამჭვირვალობის" კონცერტი - კვირის პალიტრა

"გამჭვირვალობის" კონცერტი

ფრანგი ჯაზ-მუსიკოსი და მუსიკის ისტორიკოსი  ჟან კლოდ შაპუი (მარცხნივ) მსოფლიოში იმ სამ ოსტატთაგანია, რომელიც მე-19 საუკუნეში ხმარებიდან გამოსულ

საკრავს - "შუშის ჰარმონიკას" ამზადებს და უკრავს. ახლახან ვენდენჰაიმში, სტრასბურის ახლოს, მის მიერ 1995 წელს შექმნილი სახელგანთქმული შუშის ორკესტრის - "გამჭვირვალობის" (თრანსპარენცეს) კონცერტები დიდი წარმატებით ჩატარდა. სხვათა შორის, "შუშის ჰარმონიკა" 1761 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა გამოიგონა. მასში იმდენი შუშის  "ზარი", მილაკი, "ჭიქა" და "ჯამია", რომ დიაპაზონი 3-4 ოქტავას მოიცავს, რის გამო ძა'ლიან პოპულარულიც იყო.