პამელა "პამელასაგან" - კვირის პალიტრა

პამელა "პამელასაგან"

ნიუ-იორკის პრესტიჟულ "მოდის კვირეულზე" ცნობილ დიზაინერ რიჩი რიჩისთან ერთად შექმნილი საკუთარი კოლექცია წარადგინა პამელა ანდერსონმაც. "მეტი

ეფექტისთვის" 43 წლის უბერებელმა სუპერვარსკვლავმა ყველაზე  თამამი "სამოსი" პოდიუმზე თავად აჩვენა მოულოდნელობისგან განცვიფრებულ საზოგადოებას. ნახევრად შიშველი ანდერსონის დანახვაზე დარბაზი ტაშმა კინაღამ დაანგრია. ერთგულმა თაყვანისმცემლებმა უზარმაზარი თაიგულიც მიართვეს პამელას...