ცათამბჯენი "წყალი" ჩემპიონია - კვირის პალიტრა

ცათამბჯენი "წყალი" ჩემპიონია

უძრავი ქონების გერმანული ბანკი  Emporis-ი, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ მსოფლიოს ცათამბჯენების შესახებ აგროვებს, 2000 წლიდან ცათამბჯენებს

შორის ერთგვარ "ჩემპიონატს" ატარებს. ამ კონკურსში სიმაღლე გადამწყვეტი არ არის. 2009 წლის გამარჯვებული გახდა ჩიკაგოს 250 მ სიმაღლის  81-სართულიანი სასტუმრო "წყალი" (Aqua). ჟიურის აზრით, "შენობა ლანდშაფტს საუკეთესოდ ესადაგება, ხოლო მიახლოებისას ძალზე ორიგინალურ "თხევად" კონტურებს ავლენს".