ცათამბჯენი "წყალი" ჩემპიონია
უძრავი ქონების გერმანული ბანკი Emporis-ი, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ მსოფლიოს ცათამბჯენების შესახებ აგროვებს, 2000 წლიდან ცათამბჯენებს
შორის ერთგვარ "ჩემპიონატს" ატარებს. ამ კონკურსში სიმაღლე გადამწყვეტი არ არის. 2009 წლის გამარჯვებული გახდა ჩიკაგოს 250 მ სიმაღლის 81-სართულიანი სასტუმრო "წყალი" (Aqua). ჟიურის აზრით, "შენობა ლანდშაფტს საუკეთესოდ ესადაგება, ხოლო მიახლოებისას ძალზე ორიგინალურ "თხევად" კონტურებს ავლენს".