"ფერი ფერსა..." - კვირის პალიტრა

"ფერი ფერსა..."

ინდოეთში თებერვლის მიწურულს, სავსემთვარეობის დადგომისას, იმართება მეტად უჩვეულო ე.წ. "ფერის ფესტივალი", სახელწოდებით "ჰოლი".

ფესტივალი ღამით, კოცონის დანთებით იწყება, სადაც ბოროტ დემონ "ჰოლის" წვავენ, დღისით კი მოსახლეობა ერთმანეთს ფერადი საღებავებით თხუპნის - ვისაც მეტი ფერი მოეცხება, მეტი ნატვრა აუხდება...