ლედი გაგას "მოსავალი" - კვირის პალიტრა

ლედი გაგას "მოსავალი"

ლონდონში გაიმართა 30-ე საიუბილეო სამეფო მუსიკალური პრემიის - Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც სამივე პრიზი - "საუკეთესო

უცხოელი შემსრულებელი", "საუკეთესო უცხოური დებიუტი" და "საუკეთესო უცხოური ალბომი" ნიჭიერმა, მაგრამ მეტად სკანდალურმა ამერიკელმა ლედი გაგამ მიიღო. სტუმრებს შორისაც ყველაზე თამამად "ჩაცმულიც", რასაკვირველია, გამარჯვებული აღმოჩნდა. თეთრად მოსილმა, პრაქტიკულად შიშველმა ლედი გაგამ "სამადლობელი კომპოზიცია" თეთრ როიალთან შეასრულა.