თავისუფლების ჩირაღდნები - კვირის პალიტრა

თავისუფლების ჩირაღდნები

ყოველწლიურად 1-ელ მარტს, დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულ კორეულ სპეტაკ სამოსში გამოწყობილი ათიათასობით კორეელი საზეიმო

"ჩირაღდნებით სვლას" აწყობს, რომელიც თავისუფლებას და იაპონიის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ 1919 წლის აჯანყებას ეძღვნება. საგულისხმოა, რომ "ჩირაღდნებით სვლა" მხოლოდ სამხრეთ კორეაში ეწყობა.