"საკმარისი იყო, საცვალი გამეხადა და ფეხი ფეხზე გადამედო, რომ მთელმა ჰოლივუდმა ვარსკვლავად მაღიარა" - "საბედისწერო ქალი" თუ ბედისწერასთან მებრძოლი?! - კვირის პალიტრა

"საკმარისი იყო, საცვალი გამეხადა და ფეხი ფეხზე გადამედო, რომ მთელმა ჰოლივუდმა ვარსკვლავად მაღიარა" - "საბედისწერო ქალი" თუ ბედისწერასთან მებრძოლი?!

"სიკვდილმა არაერთხელ დამიკაკუნა კარზე, მაგრამ მე ის არ გავუღე, თუმცა ეს კაკუნი მაღვიძებდა და მასწავლიდა ცხოვრებას ახლებურად", - ბევრისთვის, იქნებ, დაუჯერებელი კი იყოს, რომ ეს სიტყები ჰოლივუდის ლეგენდარულ სექსსიმბოლოს, შერონ სთოუნს ეკუთვნის.

ის ხომ დიდწილად ჰოლივუდის ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების სიმბოლოდ მიაჩნიათ, ვიდრე ქალად, რომელმაც ამ წარმატების მისაღწევად უამარავი დაბრკოლება გადალახა. შერონს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველზე ჭკვიანი ქალის სახელი აქვს, ამბობენ, რომ მისი IQ 154-ის ტოლია.

(ფოტოგალერეა)

"მე არ ვიცი სიტყვა - "შეუძლებელი"

შერონ სთოუნი 57 წლის ასაკშიც კი, ძველებურად სექსსიმბოლოდ და მილიონობით მაყურებლის კერპად მიიჩნევა. არ ერიდება იმის აღიარებას, რომ ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დაუშვა და ამტკიცებს, რომ სხვა მსახიობ ქალთა ფონზე გამოირჩევა არა მაღალი გონებრივი მონაცემებით, არამედ უნარით - ცხოვრების ყველაზე მძიმე დარტყმების შემდეგაც წამოდგეს და კვლავაც გააგრძელოს სვლა. ეს თვისება საკუთარ თავში ჯერ კიდევ ბავშვობისას გამოიმუშავა.

შერონი 1958 წლის მარტში, პენსილვანიის შტატის ქალაქ მიდვილში დაიბადა. ოჯახის უფროსი - ჯოზეფ სთოუნი ფაბრიკაში მუშაობდა, მისი ცოლი კი დოროთი - ბუღალტერი იყო. წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა.

მას შემდეგ, რაც ძველი კინოთეატრის ეკრანზე მერილინ მონრო იხილა, პატარა შერონმა მოსვენება დაკარგა და მუდმივად მსახიობობაზე ოცნებობდა. სახლის ავტოფარეხში პატარა სცენა მოაწყო. პუბლიკის როლს ხშირად ძმები და მეზობლები ასრულებდნენ, შერონი კი მსახიობობდა და საკუთარი თავისთვის ათასნაირ როლს იგონებდა. მამას ქალიშვილის ამგვარი გატაცება კატეგორიულად არ მოსწონდა. შერონის მომავალს ის იურისპრუდენციაში ხედავდა.

გონიერების გამო გოგონა პირდაპირ მეორე კლასში მიიღეს, სადაც ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა. 13 წლის ასაკში ტრავმა მიიღო: ნათესავების ნაჩუქარ პონის ნამდვილი კოვბოივით შემოახტა და... დამფრთხალი ცხენი ადგილს მოსწყდა და შერონი მთელი ძალით სარეცხისთვის დაჭიმულ თოკს წამოედო. შედეგად - ყელზე ნაწიბური და ტვინის შერყევა მიიღო. ამის შემდეგ მხედველობის პრობლემაც გაუჩნდა და სქელმინიანი სათვალის ტარება დასჭირდა. მაგრამ რადგან საკუთარ მიზანზე ხელის აღებას სულაც არ აპირებდა, ჯერ საბალეტო სტუდიაში შევიდა და ლამაზად მოძრაობა ისწავლა, შემდეგ საძულველი სათვალე მსუბუქ კონტაქტურ ლინზებზე გაცვალა.

კოლეჯის დასრულების შემდეგ, მამის ნაჩუქარი კაბრიოლეტ "ფორდ-ექსკორტით" ნამქერში მოჰყვა და ძლივს გადარჩა. რამდენიმე თვეში, თაყვანისმცემლის მანქანით ავარია შეემთხვა. სამწუხაროდ, ამან შერონის შეყვარებული იმსხვერპლა. მისი მორიგი ბოიფრენდი - სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი, რეი ბატერფილდიც საკუთარი მოტოციკლის მართვისას სასიკვდილოდ დაიმტვრა. ერთი სიტყვით, პროვინციულ ქალაქში სთოუნების ქალიშვილს "საბედისწერო ქალის" სახელი დაუმკვიდრდა.

საოლქო სილამაზის კონკურსში მიწვევა ფილადელფიიდან მისი მაშველი რგოლი აღმოჩნდა, რომელმაც საშუალება მისცა, მშობლიური ქალაქიდან საბოლოოდ გამგზავრებულიყო.

ნიუ-იორკში სამოდელო კარიერის დაწყება რთული აღმოჩნდა. ეილინ ფორდის სააგენტოში "საცოდავ ცენტებს" უხდიდნენ, ამიტომაც საღამოობით, "მაკდონალდსის" დახლთანაც უმუშავია. გარკვეული თანხის მოგროვების შემდეგ, სამოდელო ბიზნესი მიატოვა და სამსახიობო სკოლაში შევიდა. როცა პოდიუმი დატოვა, წონაში მატება დაიწყო. ერთ-ერთი მეგობარი მოდელის რჩევით, ვიღაც "ჯადოქარ-ესკულაპს" მიმართა. მისი ბალახეული ნამდვილი საწამლავი აღმოჩნდა და შერონი ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს.

კინოკარიერის დასაწყისში ის გამეორდა, რაც სამოდელო ბიზნესში სძულდა: ყოველი იმპრესარიო თუ პროდიუსერი თავდაპირველად, მის სექსუალურად მოსინჯვას ცდილობდა. შერონი უკარება არასოდეს ყოფილა, მაგრამ მისთვის ამგვარი უცერემონიო დამოკიდებულება მიუღებელი იყო. ახალბედა მსახიობი პროდიუსერ მაიკლ გრინბერგზე გათხოვდა, მაგრამ ოჯახური რუტინა მალე მოჰბეზრდა, მით უმეტეს - მეუღლე ფილმებში არასოდეს იწვევდა.

რადგანაც საკუთარი "პრინცი" ვერაფრით იპოვა, გადაწყვიტა, კინოკარიერაზე ზრუნვა გაეგრძელებინა. როცა 1984 წელს, ფილმში -"სოლომონის საგანძური" იღებდნენ, შერონი თავს არ ზოგავდა. არაერთი სირთულის დაძლევა მოუხდა, რითაც კინომესვეურთა წრეებში მუშა მსახიობის იმიჯი დაიმკვიდრა. არც ფიზიკურ დატვირთვას ერიდებოდა, მაგრამ ერთხანს, ესპანეთში გადაღებისას, ნარკოტიკსა და სასმელს მიეძალა. მისთვის მძიმე ჟამს, ჰოლანდიიდან ჩამოსულ რეჟისორს - პოლ ვერჰუვენს შეხვდა. მან მსახიობი საკუთარ ძალებში დაარწმუნა და ასწავლა, რომ კინოს მხოლოდ ხელოვნების კუთხით უნდა მისდგომოდა.

მათი ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, სანამ კარიერაში ტრიუმფს მიაღწევდნენ, სთოუნს კიდევ ერთი ხიფათი შეემთხვა: სანსეტის ბულვარზე მის "ბე-ემ-ვე" -ს მანქანა შეასკდა და მსახიობი ერთი თვით ლოგინს მიაჯაჭვა.

მისთვის საეტაპო აღმოჩნდა ფილმი "ძირითადი ინსტინქტი", თუმცა... ერთხელ შერონმა დანანებით თქვა: "ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რომ კინოში 15 წლის ძალისხმევა არაფრის მომცემი აღმოჩნდა, მაგრამ საკმარისი იყო, საცვალი გამეხადა და ფეხი ფეხზე გადამედო, რომ მაშინვე მთელმა ჰოლივუდმა ვარსკვლავად და სექსქალღმერთად მაღიარა..."

1998 წელს მსახიობი ცოლად გაჰყვა მსხვილ გამომცმელს ფილ ბრონშტეინს, წყვილმა 2000 წელს იშვილა ბიჭუნა სახელად როან-ჯოზეფი. ვიდრე ბიჭს იშვილებდა, შერონმა ბავშვი რამდენჯერმა დაკარგა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მსახიობს შვილი არ ეყოლებოდა...

2004 წელს, როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთა გაშორდა, შერონმა დიდ ხანს იბრძოლა ბიჭზე მეურვეობის მოსაპოვებლად, თუმცა ამაოდ... 15 წლის როანი მამასთან ცხოვრობს და დედას დრო და დრო ხვდება. განქორწნებამდე ცოტა ხნით ადრე შერონს უმძიმესი დაავადება დაატყდა თავს, მან ურთულესი ფორმის ინსულტი გადაიტანა.

"ავადმყოფობის შემდეგ რეაბლიტაციამ დიდი დრო და ძალა წამართვა, გძელვადიანი მკურნალობა განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ხედავ შენი კარიერა და მიღწევები როგორ იფერფლება. ასეთ ვითარებაში იძულებული ხდები ყველაფერი თავიდან დაიწყო", - თქვა შერონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ავადმყოფობასთან შერონის ბრძოლა წრამატებული გამოდგა,

2005 წელს შერონმა უკვე მეორე ბიჭი იშვილა, 2006 წელს კი - მესამე. ამბობენ, რომ ის ძალიან მზრუნველი და მგრძნობიარე დედაა.

მას არაერთხელ გაუოცებია მაყურებელი და შესაძლოა, ეს კიდევ ბევრჯერ გაიმეოროს. მაგალითად, ყურადღებას იმსახურებს მისი საქველმოქმედო საქმიანობა, რომლის აფიშირებასაც თავად არასდროს ახდენს.

რეზიუმედ, ისევ შერონ სთოუნის ფრთოსან ფრაზას შემოგთავაზებთ: "ცხოვრებისეული გამოცდილება იმისთვისაა საჭირო, რომ საკუთარ თავთან და ასაკთან ჰარმონიაში ცხოვრება ისწავლო".

იხილეთ ფოტოგალერეა

გამოყენებულია ჟურნალ "გზის" სტატია