"უფლისწული და მდაბიო" - ჰარის დედინაცვალი გადაეკიდა
11-01-2016
"უფლისწული და მდაბიო" - ჰარის დედინაცვალი გადაეკიდა
სანამ პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი ოჯახური ბედნიერებით ტკბებიან, მათი დედმამიშვილები - 31 წლის პრინცი ჰარი და 32 წლის პიპა მიდლტონი კენტად დადიან.

უილიამისა და კეიტის ქორწილის მერე პრესა გამუდმებით წერდა, რომ ქორწილის დღეს ჰარის და პიპას შორის სერიოზული ნაპერწკალი გაკრთა.
არადა, სამეფო ოჯახში დიდი სკანდალი მწიფდება - პრინც ჩარლზის მეუღლე, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა პარკერ-ბოულზი თვლის, რომ კეიტ მიდლტონი "მდაბიო წარმოშობისაა" და გამუდმებით ცდილობს, დაამციროს. ჰარი დედინაცვლისა და კეიტის უსიამოვნო
საუბარს შეესწრო და კამილას მიახალა, რომ კეიტი "მასზე მეფურია". გაცეცხლებულმა კამილამ საპასუხოდ განაცხადა, რომ შესაძლოა, ჰარი არ იყოს მეფური ჩამომავლობის, რადგან დედამისს, პრინცესა დაიანას, მრავალი წლის წინ რომანი ჰქონდა სამხედრო პირთან... გააფთრებული კორნუოლის ჰერცოგინია ახლა ჩარლზისგან დნმ-ტესტის ჩატარებას ითხოვს ჰარის მამობის დასამტკიცებლად! ასეთ სიტუაციაში მეორე
"მდაბიო რძლის" სამეფო ოჯახში შესვლა, ჩანს, იოლად არ ჩაივლის...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით