მეხუთე და სამართალი!? - ამჯერად მაინც აღირსებენ ლეოს "ოსკარს"?
11-01-2016
მეხუთე და სამართალი!? - ამჯერად მაინც აღირსებენ ლეოს "ოსკარს"?
კინოაკადემიის მიერ კინოს სამყაროს ყველაზე პრესტიჟული პრემია "ოსკარის" ნომინანტები 14 იანვარს გამოცხადდება.

კინოკრიტიკოსები წინასწარ აცხადებენ, რომ პრეტენდენტების სიაში ლეონარდო დი კაპრიო მეხუთედ მოხვდება მამაკაცის როლის შესრულებისთვის ალეხანდრო ინიარიტუს ფილმში "გადარჩენილი" და ბოლოს და ბოლოს, სანუკვარ პრიზსაც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ლეოს ასეთი დაჩაგვრა მეტად აღაშფოთებს მისი თაყვანისმცემელი ქალების მრავალმილიონიან არმიას. მათ იმედი აქვთ, მათ კერპს ამჯერად მაინც მიეცემა ტრადიციული სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის უფლება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ლეოს "ოსკარის" მიღების 75%-იანი შანსი აქვს.
ბუკმეკერები მას ფავორიტად მიიჩნევენ და მასზე კანტორები ფსონებს 1,33 კოეფიციენტით იღებენ. მეტოქეების შანსი მცირეა, მაგალითად, მაიკლ ფასბენდერის (ფილმი "სტივ ჯობსი") ფსონი 4,5-ია, ედი რედმეინის ("ქალიშვილი დანიიდან") - 10,0, ხოლო ჯონი დეპის ("შავი მესა") - 15,0. აღსანიშნავია, რომ პირველად დი კაპრიო ნომინანტი 19 წლის წინ იყო.

შეგახსენებთ, ამ როლისთვის ლეომ "ოქროს გლობუსი" უკვე დაიმსახურა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით