"ყველაფერში კაცების დადანაშაულება არ ღირს, მეც რაღაც შემეშალა"
25-01-2016
"ყველაფერში კაცების დადანაშაულება არ ღირს, მეც რაღაც შემეშალა"
რეიჩელმა პირველი სიყვარული ვერ დაივიწყა...

"გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ, მჯერა, რომ ადამიანს ყოველ მოსახვევში სიყვარული ელოდება,"- მსახიობ რეიჩელ მაკადამსის ისტორია კანადის ერთ ჩვეულებრივ ქალაქში, სენტ-ტომასში დაიწყო. დედა ადგილობრივი საავადმყოფოს მედდა იყო, მამა - ტრაილერის მძღოლი. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ონტარიოში გადავიდა.

ოთხი წლის რეიჩელი მშობლებმა­ ფიგურულ სრიალზე მიიყვანეს და დიდ წარმატებასაც მიაღწია. გამოდიოდა რეგიონულ შეჯიბრებებზე, იღებდა სტიპენდიებს, მაგრამ რეიჩელმა იცოდა, რომ ცხოვრებას სპორტის ამ ლამაზ სახეობას არ მიუძღვნიდა. 18 წლისამ ერთ-ერთ კონკურსში
პირველი ადგილი დაიკავა და ჰობისადმი ინტერესიც გაუნელდა... მაკადამსმა იორკის დრამისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა. ეკრანებზე 2001 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია ყურადღება. კანადის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაას­ახელეს. ერთი წლის შემდეგ კი ჰოლივუდშიც მოხვდა.

ამომავალი ვარსკვლავი
"The Hot chic" - ამ ამერიკულ ფილმში მაკადამსმა დამნაშავე მოსწავლე
განასახიერა და ლოს-ანჯელესის "თაიმსის" ყურადღებაც მიიქცია. სტატიაში რეიჩელი დიდი მომავლის მქონე ამომავალ ვარსკვლავად მოიხსენიეს. ფილმის პრემიერის შემდეგ­ სამშობ­ლოში დაბრუნდა და იუმორისტულ­ სერ­იალში მონაწილეობას დათანხმდა, რამაც­ მსახიობს კანადის კინოაკადემიის კიდევ ერთი ჯილდო მოუტანა, მსოფლიოში ცნო­ბილი კი გახდა ფილმით "საზიზღარი­ გოგონები",­ სადაც ლინდსი ლოჰანსა და ამანდა სეიფრიდთან ერთად თინეიჯერი გოგონას როლი ითამაშა.

"უბის წიგნაკი"
რეიჩელი თინეიჯერი გოგონადან რომანტიკული დრამის მთავარ პერსონაჟად გარდაისახა და რაიან გოსლინგთან ერთად შედევრი შექმნა. "უბის წიგნაკი" რეიჩელის ყველაზე პოპულარული ფილმია. ის შექმნილია ნიკოლას სპარკსის ნაწარმოების მიხედვით. რაიან გოსლინგმა რეჟისორს რამდენჯერმე­ სთხოვა პარტნიორის გამოცვლა - ირწმუნებოდა, რომ მაკადამსის­ არაპროფესიონალიზმს წყობიდან გამოჰყავდა, თუმცა, გაირკვა, რომ ეშინოდა, კოლეგა არ შეჰყვარებოდა. რაიანის შიში გამართლდა­ და რეიჩელთან კატათაგვობანა­ რომანში გად­აიზარდა... "უბის წიგნაკის" შემდეგ რეიჩელმა სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა­ და 2006 წელს დასვენება­ გადაწყვიტა, მაგრამ ჩრდილში დიდხანს ვერ გაძლო, 2007 წელს დაბრუნდა ფილმით "დაოჯახებულთა ცხოვრება" და უფრო პოპულარულიც გახდა.

"დროის შესახებ"
აღსანიშნავია თინეიჯერების საყვარელი ფილმი "დროის შესახებ". სიუჟეტი მოგვითხრობს გოგონას ისტორიას, რომლის შეყვარებულიც დროში მოგზაურობს... ახლახან მაკადამსი გამოჩნდა ფილმში "მემარცხენე", სადაც მთავარი პერსონაჟის საყვარელი ქალის როლი განასახიერა.

ის, რაც შორიდან არ ჩანს…
რეიჩელი ძირითადად, ტორონტოში ცხოვრობს. ის "მწვანეთა მოძრაობის" წევრია და არ ჰყავს მანქანა. ჰაერი რომ ნაკლებად დააბინძუროს, ქალაქში ველოსიპედით დადის. თუ სადმე მიემგზავრება, ავტომობილს ქირაობს და ბუნების დაცვის ორგანიზაციებს ხშირად სოლიდურ თანხას ურიცხავს. ვეგეტარიანელია და ალერგიულია ცხენების მიმართ.

"ყველა კაცი აუტანელია თუ..."
რაიან გოსლინგთან სამწლიანი სიყვარულისა და განშორების შემდეგ რეიჩელმა რამდენჯერმე სცადა პირადი ცხოვრების აწყობა, მაგრამ ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა, გოსლინგს კი, ამასობაში, შეყვარებულ ევა მენდესთან შვილიც შეეძინა. რეიჩელი არ მალავს, რომ რაიანი ძალიან უყვარდა. როგორც ჩანს, ყველაფერში კაცების დადანაშაულება არ ღირს, მეც რაღაც შემეშალაო - ამბობს. მაკადამსმა პირველი სიყვარული ვერ დაივიწყა.

თათული ღვინიანიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით