სასტუმრო... "ნული ვარსკვლავი" - კვირის პალიტრა

სასტუმრო... "ნული ვარსკვლავი"

ახლახან შვეიცარიაში გაიხსნა "ნულვარსკვლავიანი" კატეგორიის სასტუმრო Nულლ შტერნ-ი, რომელიც უკვე მოხვდა ევროპის ას საუკეთესო სასტუმროს შორის. იგი

განკუთვნილია "კომფორტმოყირჭებული" კლიენტებისთვის. ნომრის ფასი დღეში სულ რაღაც 9-დან 13 დოლარამდეა.

"სპარტანული" სასტუმრო ყოფილ მიწისქვეშა სამხედრო ბუნკერშია მოწყობილი, ნომრებში საშუალო ტემპერატურა მხოლოდ  +15 გრადუსია. ამის მიუხედავად, სასტუმროში მოხვედრა ძნელია, რადგან ბუნკერში თუნდაც ერთი ღამის გატარება თითქმის ყოველ მეორე სტუმარს სურს.