ანჯელინა ყველას უნდა - კვირის პალიტრა

ანჯელინა ყველას უნდა

ჰოლივუდის ვარსკვლავთა საყოველთაო აღიარებით, ე.წ. "თოჯინების მბრძანებელი" წარმოშობით ფილიპინელი მხატვარი ნოელ კრუზია. იგი ახერხებს უმცირეს

დეტალებამდე გადმოსცეს თოჯინაში სუპერვარსკვლავის სახის სათანადო გამომეტყველება და ხასიათი, რომელიც არასდროს მეორდება. ნოელის შექმნილ თოჯინებზე მთელ მსოფლიოში უამრავი კოლექციონერი ნადირობს. თოჯინის ფასი 3.500 დოლარიდან იწყება და მხოლოდ აუქციონებზე იყიდება. ამჟამად, გასაკვირი არ არის, რომ  ყველაზე დიდი მოთხოვნა ანჯელინაზეა...