დიჯეი ბებო - კვირის პალიტრა

დიჯეი ბებო

70 წლის ბრიტანელი რუთ ფლაუერსი ღამის კლუბის სასურველი დიჯეია. არადა, ყველაფერი შვილიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი საღამოდან დაიწყო, როცა

თინეიჯერებმა "ჩამორჩენილი" ბებო ახალგაზრდულ კლუბში არ შეუშვეს! ბებო სერიოზულად გაბრაზდა და თანამედროვე მუსიკის მიმართულებები საფუძვლიანად "გადააბულბულა". ის იმდენად ნიჭიერი, გემოვნებიანი და ენერგიული აღმოჩნდა, რომ სცენაც მომენტალურად დაიპყრო! ახლა კი შვილიშვილი და მისი მეგობრები ცდილობენ თანამედროვე დიჯეის სამოსში გამოწყობილი პროფესიონალი ბებოს საღამოებზე მოხვედრას.