"ჩაძირულები" - მუზეუმი ოკეანის ფსკერზე (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"ჩაძირულები" - მუზეუმი ოკეანის ფსკერზე (ფოტოგალერეა)

ევროპაში პირველი წყალქვეშა მუზეუმი ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებზე, კონკრეტულად კი ლანსაროტის კუნძულთან შეიქმნა.

მუზეუმი «Museo Atlántico Lanzarote» 15 მეტრის სიღრმეშია და დაახლოებით 300 ქანდაკებას მოიცავს.. მეცნიერთა განცხადებით, ისინი აქტიურად მუშაობენ ოკენაეში ფლორისა და ფაუნის შესწავლაზე და ცდილობენ ადგილი ყველასთის უფრო მიმზიდველი გახადონ, სწორედ ამიტომ, სკულპტურები უმაღლესი ხარისხის ცემენტისა და სხვა ნივთირებებისგანაა დამზდებული. ისინი არ ავნებს არც წყალქვეშა ბუნებას და არც ტურისტების ჯანმრთელობას. დაივერებს შეუძლიათ მოინახულონ უნიკალური მუზეუმი, სადაც ქანდაკებები ამ კუნძულის მოსახლეობას გამოსახავს. მეცნიერთა აზრით, ხელოვნების ნიმუშები 300 წლის განმავლობაში უვნებელი უნდა დარჩეს.

ესპანური საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას ამ უნიკალური ადგილის შექმნა 700 000 ევროზე მეტი დაუჯდა. მუზეუმი ლას-კოლორადოს სანაპიროსთანა ახლოსაა, ის 2 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტის მთავარი დიზაინერი სკულპტორი ჯეისონ დე კაირეს ტეილორია. მსოფლიოში უკვე ცნობილია მისი წყალქვეშა ნამუშევრები.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ