"მამასავით ფეხსაცმელები რომ გამეყიდა, ნენსი მაშინაც გვერდში დამიდგებოდა" - მარად შეყვარებული წყვილი თეთრი სახლიდან - კვირის პალიტრა

"მამასავით ფეხსაცმელები რომ გამეყიდა, ნენსი მაშინაც გვერდში დამიდგებოდა" - მარად შეყვარებული წყვილი თეთრი სახლიდან

„ჩემი ცხოვრება მაშინ დაიწყო, როცა რონის გავყევი ცოლად“ - ნენსი რეიგანი გარდაიცვალა

„ასეთი ძლიერი დიასახლისი თეთრ სახლს არ ჰყოლია“.

ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანისა და ნენსი რეიგანის სიყვარულზე მუდამ ლაპარაკობდნენ. მათი ურთიერთობა ყველასთის მისაბაძი, მაგრამ მუდამ განხილვის საგანი გახლდათ. პატარა გოგონასა და ზრდასრული მამაკაცის უნიკალური სიყვაულის ამბავი თეთრი სახლის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულია.

ნენსი დევისი თავდაპირველდ ბროდვეის მსახიობი გახლდათ, 25 წლის გოგონა ცდილობდა კარიერული წინსვლისთვის მიეღწია მაგრამ, 1949 წელს, მაშ შემდეგ რაც მან MGM ჯგუფთან კონტრაქტი გააფორმა და ჰოლივუდში გადავიდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას კომუნისტად აღიქვამდა, სწორედ ამ პრობლემით მიმართა ახალგაზრდა მსახიობმა პირველად ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს.

„არ ვიცი იყო თუ არა ეს ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო გვინდოდა ერთმანეთის ნახვა. მე და რონი ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა კარის პირველი შეღებისთანავე ვიცოდი, რომ ის ჩემი ოცნების მამაკაცი იყო“ - განაცხადა ერთხელ მომავალმა პირველმა ლედიმ.

გათხოვების შემდეგ, ნენსიმ თავი დაანება კარიერას და მთელი დრო ოჯახს დაუთმო. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ გოგონა - პატრიცია შეეძინათ, ხოლო 5 წლის შემდეგ ვაჟი - რონალდ პრესკოტი. ამ პერიოდში რეიგანი კალიფორნიის შტატის გუბერნატორობისთვის იბრძოდა. ახალგაზრდა გოგონამ სწრაფად აუღო ალღო პოლიტიკას და საიდუმლო თამაშებს, როგორც ამბობდნენ ის „ძუ ლომივით იცავდა თავის ქმარს“.

ჟურნალისტები გაოცებით ადევნებდნენ თვალს წყვილის ურთიერთობას, მათი სიყვარული არ იყო რეალური, ნენსი ხან ისე უყურებდა მეუღლეს, თითქოს მისგან საოცრებას ელოდა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, უფიქრია თუ არა ქალბატონს დაშორებაზე, გაცხარებულმა უპასუხა: „როგორ შეგიძლიათ ამაზე ლაპარაკი, ამის გაფიქრებაც კი მაგიჟებს, მე ხომ რონის გარეშე მოვკვდები“! თუმცა, როგორც ცნობილია ნენსი ეჭვიანი გახლდათ, მას ძალიან უჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ რეიგანის ირგვლივ უამრავი ლამაზი ქალი ტრიალებდა.

ცნობილია, რომ წყვილი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. როგორც ამბობენ, ნენსი დიდ გავლენას ახდენდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებებზე.

ექსპირველი ლედი გამოირჩეოდა როგორც ძლიერი ხასიათით, ასევე მოდის დიდი სიყვარულით, მისი დახვეწილი ჩაცმულობა მუდამ მისათითებელი და მისაბაძი გახლდათ, ზოგიერთი კი ამბობდა, რომ ნენსი ხშირად ჟაკლინ კენედის ჩაცმულობის სტილიდან იღებდა მაგალითს. თუმცა მას ფუფუნების მოყვარულად მიიჩნევდნენ და ეს ჩვევა ხალხში აგრესიასაც იწვევდა. მაშინ, როცა უამრავი ამერიკელი სამსახურს კარგავდა და შემოსავლების გარეშე რჩებოდა, ქალბატონი თავს იმის უფლებას აძლევდა თეთრ სახლში ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოები წამოეწყო, შეეძინა 1 მილიონ დოლარად შეფასებული კაბა და 209 ათასი დოლარის ღირებულების ფაიფურის ჭურჭელი.

მიუხედავად საზოგადოების უკმაყოფილებისა, ნენსის ეს ჩვევა მალევე დაივიწყეს და ის საუკეთესო პირველ ლედად აღიარეს, ხალხის სიყვარულთან ერთად, არ განელებულა მისდამი მეუღლის სიყვარულიც.

ჰქონდა თუ არა გავლენა პატარა ქალბატონს მეუღლეზე? ამ კითხვაზე პასუხი თავად პრეზიდენტმა გასცა:

„რა თქმა უნდა, ნენსის აქვს გავლენა ჩემზე, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი, როგორც მასთან. ის ძალიან ტაქტიკური და ჭკვიანია, თუმცა სამართლიანი. ყოველთის მენატრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვკამათობთ. დარწმუნებული ვარ, მეც მამასავით ფეხსაცმელები რომ გამეყიდა, ნენსი მაშინაც გვერდში დამიდგებოდა და ფეხსაცმლის გაყიდვაში დამეხმარებოდა. არ არსებობს თემა, რომელზეც მას ვერ დაველაპარაკები“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

1981-1989 წლები სწორედ ის პერიოდია, როცა რონალდ რეიგანმა მეუღლის მხარდაჭერით ყველა სფეროში სერიოზული რეფორმები გაატარა, უხელმძღვანელა ანტინარკოტიკულ კამპანიას და დაუპირისპირდა კომუნიზმს, რომელსაც ღიად უწოდა „ბოროტების იმპერია“.

წყვილის ქორწინება 52 წელი გაგრძელდა, 2004 წელს კი ალცჰაიმერთან დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ, ექსპრეზიდენტი რონალს რეიგანი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, შეუძლოდ მყოფ მეუღლეს ნენსი ერთი წუთითაც არ შორდებოდა და სულ საწოლთან ეჯდა. მეუღლის გარდაცვალება ცუდად აისახა ექსპირველი ლედის ჯანმრთელობაზე, ის ძალიან განცდიდა რონალდის გარეშე ყოფნას.

თავად ნენსი კი ბოლო პერიოდში ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, მისი ჯანმრთელობა ყოველ დღე უარსდებოდა, საბოლოოდ ის გულის უკმარისობით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ნენსის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე გავლენიან პირველ ლედად ასახელებენ. ამერიკელების თქმით „ასეთი ძლიერი დიასახლისი თეთრ სახლს არ ჰყოლია“.

ის 2016 წელს 6 მარტს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპირველ ლედის მეუღლის გვერდით, კალიფორნიაში, რეიგანის სახელობის ბიბლიოთეკის ტერტორიაზე დაკრძალავენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ