„მომწონს დილით რომ ვიღვიძებ და მას ვხედავ" - ვარსკვლავური ოჯახები, რომელთაც დროს გაუძლეს (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

„მომწონს დილით რომ ვიღვიძებ და მას ვხედავ" - ვარსკვლავური ოჯახები, რომელთაც დროს გაუძლეს (ფოტოგალერეა)

"სტინგთან ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა მე შევძელი როკ-ვარსკვლავის თავიდან აღზრდა"

„მომწონს დილით რომ ვიღვიძებ  და გვერდით კურტს ვხედავ, ეს სიცოცხლის სტიმულს მაძლევს“

ფოტოგალერეა

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

ეს წყვილი დღეს ჰოლივუდში ნამდვილად სამაგალითოა. მსახიობებმა ერთმანეთი 2005 წელს, ფილმის „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებაზე გაიცნეს. მათი ოჯახური ურთიერთობა უკვე მეთერთმეტე წელს ითვლის და საზოგადოებაში "ყვითელი პრესით" გავრცელებული საუბარები მათი დაშორებისა თუ ღალატის შესაღებ მხოლოდ და მხოლოდ ჭორად რჩება. ბრედისა და ანჯელინას ოჯახს ბავშვები კიდევ უფრო მაყარებს და აძლიერებს, მათ საკუთარ შვილებთან ერთად სხვა ბავშვებიც იშვილეს. მიუხედავად წყვილის იდეალური ურთიერთობისა, ბოლო პერიოდში ერთმა შემთხვევამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

ბრიტანული ტაბლოიდი ”The News of the World” იტყობინებოდა, რომ ანჯელინა და ბრედი დაშორდნენ. ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალისტები თავისი განცხადებით გააოგნა. მსახიობმა აღიარა, რომ ქმრის ღალატი სავსებით შესაძლებლად მიაჩნია. მან ღიად თქვა, რომ ცოლქმრული ერთგულების დაცვა მისთვის არ არის მნიშვნელოვანი და დააზუსტა, რომ "სექსი გვერდზე" დასაშვებია, თუ ორივე მეუღლე თავისუფალი ურთიერთობების მომხრეა.

"მიმაჩნია, რომ ერთად ცხოვრება არ ნიშნავს ერთმანეთის საკუთრებად ყოფნას. მე და ბრედი ამას მშვენივრად ვაცნობიერებთ. ცოლქმრულ ერთგულებას იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჯობია შიგადაშიგ გიღალატოს, ვიდრე მიატოვო და მერე ამოსვარო სიბინძურეში", - გამოაცხადა მსახიობმა. თუმცა ეს ამბავიც კარგად დასრულდა და ვარსკვლავური წყვილი არ დაშორებულა.

სარა-ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი

ჰოლივუდის წარმატებული მსახიობები 1997 წელს შეუღლდნენ, ისინი ერთმანეთს ნიუ-იორკში წვეულებაზე შეხვდნენ და როგორც შემდეგ წყვილი იხსენებს, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მეთიუ დაატყვევა სარას მხიარულებამ და მიმზიდველობამ, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მეთიუ საერთოდაც არ ჩქარობდა დაქორწინებას, მათი რომანი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა სანამ ისინი საკურთხევლის წინ დადგებოდნენ. მათ ჰყავთ ვაჟი და ასევე ტყუპი, რომლებიც ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინენ.

ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი

ისინი ერთმანეთს 1981 წელს ფილმის „ახლო მეგობრების“ გადაღებაზე შეხვდნენ. თუმცა მათი სიყვარულის ისტორია 1985 წელს დაიწყო. საიდუმლო რომანი ქორწილით 3 წლის შემდეგ დაგვირგვინდა. ჰენკს უჭირდა იმის აღქმა, რომ პირველი სკანდალური ქორწინების შემდეგ, ისევ შეეძლო ვინმეს შეყვარება. როგორც რიტა ამბობს: „ამის მიხვედრაზე ადვილი ტომისთვის, ალბათ ცათამბჯენიდან გადმოხტომა იყო“. რთული ბავშვობის შემდეგ, ტომს არ სურდა მამას დამსგავსებოდა, როგორც მსახიობი ამბობს 3 დედინაცვალი ჰყავდა და უამრავ ქალაქში ცხოვრობდა, ამიტომ მისთვის რთული იყო მეორე ქორწინება, არ სურდა მამის შეცდომის გამეორება. მიუხედავად ამ პრობლემისა წყვილი დაქორწინდა და დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ.

სტინგი და ტრუდი სტაილერი

მათ ერთმანეთი 1982 წელს გაიცნეს. სტინგი პირველ ქორწინებაში იყო თუმცა, პირველ მეუღლეს მალევე დაშორდა და ტრუდისთან გადავიდა საცხოვრებლად. მათ გოგონა შეეძინათ, მიუხედავად ამისა,  სტუნგი არ აპირებდა ისევ მიეცა ურთიერთობისთის ოფიციალური სახე, ეს მხოლოდ 1992 წელს მოხდა, მათ უკვე 2 გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავდათ.

ტრუდი იხსენებს: "სტინგთან ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა მე შევძელი როკ-ვარსკვლავის თავიდან აღზრდა". როგორც თავად მომღერალი აღნიშნავს, მისი კარიერა არ იქნებოდა ასე წარმატებული, რომ არა ტრუდი მის გვერდით.

წყვილი ხალგრძლივი ქორწინების მთავარ საიდუმლოდ ინტიმურ ურთიერთობას ასახელებს.

კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი

მათი ოჯახი ყველაზე მყარად მიიჩნევა ჰოლივუდის ისტორიაში. თუმცა ერთმანეთთან შეხვედრამდე ორთავე დაოჯახებული გახლდათ, მათ შვილებიც ჰყავდათ. მსახიობების სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დროსთან ერთად სხვა უამრავ პრობლემას გაუძლო. შეყვარებულ წყვილს არ სურდა ისედაც მყარი და ნამდვლი ურთიერთობა რაღაც ფარატინა ფურცლით დაემძიმებინა, ამიტომ ხელმოწერის გარეშე შეიყვარეს ერთმანეთის შვილებიც და ასე შეძლეს დღემდე მოსულიყვნენ. დროთა განმავლობაში მათი ოჯახი შვილიშვილებმა უფრო გაალამაზეს.

„მომწონს დილით რომ ვიღვიძებ  და გვერდით კურტს ვხედავ, ეს სიცოცხლის სტიმულს მაძლევს“- განაცხადა ჟურნალისტებთან ჰოლდიმ.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

ახალგაზრდა მსახიობი გოგონა ენერგიას არ იშურებდა, რათა ვარსკვლავი გამხდარიყო, ის სტივენ სპილბერგმა მიწივია ლეგენდარულ ფილმში „ზორო“, სწორედ ამ ფილმის დახურულ ჩვენებაზე დაინახა წარმატებულმა მსახიობმა მაიკლ დუგლასმა ლამაზმანი კეტრინი და გადაწყვიტა მისი გული დაეპყრო. მიუხედავად დიდი ასაკობრივი ზღვრისა, ეს შეყვარებულ წყვილს ხელს არ უშლის. ისინი 2000 წელს დაქორწინდნენ. იდეალური უერთიერთობის შენარჩუნება წყვილს არ უჭირდა. მწუხარება კი მოულოდნელად მაშინ დაატყდათ თავზე, როცა 66 წლის მსახიობს კიბო აღმოაჩნდა. "ყვითელი პრესა" ელოდებოდა, როდის გახდებოდა კეტრინი მომვლელი, და როდის უღალატებდნენ ისინი ერთმანეთს. ერთხელ მაიკლმა განაცხადა კიდეც, რომ რთული პერიოდი აქვთ, თუმცა მსოფლიოს უმშვენიერესი ქალბატონი პრობლემებმა არ შეაშინა და ოჯახი შეინარჩუნა.

რობერტ დე ნირო და გრეის ჰაიტაუერი

დე ნირო და გრეისი 1997 წელს დაქორწინდნენ. მათ დღეს უკვე 5 შვილი ჰყავთ. უმცროსი გოგონა სუროგატი დედის დახმარებით გააჩინეს. როგორც ცნობილია, რობერტ დე ნირო ნიუ იორკში დაიბადა, თუმცა მეუღლის თქმით, მისი იტალიური ფესვები ხშირად ქცევებშიც ვლინდება, არის ძალიან ტემპერამენტიანი და უყვარს ბავშვები. როგორც გრეისი საუბრობს, მსოფლიო ვარსკვლავისთვის ოჯახი და შვილები ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

ჰარისონ ფორდი და კალისტო ფლოკჰარტი

მათ ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს, თუმცა სიყვარულის ისტორია ქორწინებით მხოლოდ 2010 წელს დაგვირგვინდა. კალისტო ჰარისონზე 22 წლით უმცროსია, თუმცა ეს სხვაობა მათ ბედნიერებაში ხელს ვერ უშლის. მათი რომანი 8 წელი გრძელდებოდა, ხოლო 2009 წელს ვალენტინობის დღესასწაულზე, ფორდმა საყვარელ ქალბატონს ცოლობა სთხოვა, მსახიობმა დილით მომავალ მეუღლეს კრუასანები მიართა, რომელსიც გოგონამ ტიფანის ძირადღირებული ბეჭედი აღმოაჩინა.

„ახალგაზრდობაში ყველაფერი ადვილია, უფრო გამჭვირვალეა ცხოვრება, ჰორმონებიც მოქმედებს, ასაკთან ერთად კი რთულდება სხვა ადამიანს შეეგუო და იცხოვრო მასთან ერთად, გყავდეს შვილები და თან ეს ყველაფერი მედიის მუდმივი დაკვირვების ფონზე ხდებოდეს, მაგრამ თუ ამ ყველაფერს გადალახავ და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ დრო საყვარელ ადამიანთან გაატარო, მოიპოვო სულიერი სიმშვიდე - სწორედ ესაა სიყვარული“ - განაცხადა ერთხელ მსახიობმა.

დასტინ ჰოფმანი და ლაიზა გოსტეგენი

ჰოფმანი 1980 წელს ადვოკატ ლაიზა გოსტეგენზე დაქორწინდა, თუმცა მისი ბედნიერება ლამის ტრაგედიამ შეცვალა - ერთ წელში ის ახალშობილ ვაჟთან ერთად მეუღლესაც კარგავდა. მშობიარობა დაგეგმილ დროზე ადრე დაიწყო, ძლიერი სისხლდენის გამო ლაიზა საავადმყოფოში წაიყვანეს. როგორც დასტინი შემდეგ ყვება, მას ესმოდა კიდეც გოგონას განწირული ყვირილი: „თუ არჩევანი უნდა გააკეთოთ ბავშვი გადაარჩინეთ“!

„ცოლმა მასწავლა, რომ ვაჟკაცი და გამბედავი უნდა ვიყო. კაცი მის ადგილზე ალბათ ვაჭრობას დაიწყებდა - ორთავე გადაგვარჩინეთო".  მიუხედავად პირველი შვილის დაკარგვისა, ლაიზამ დასტინს 4 შვილი აჩუქა, თანაც კარიერულ წინსვლასთან ერთად, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის საკუთარი ხაზი შექმნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)