ვინ არის ვლადიმირ პუტინის ახალი მეგობარი ქალი? (ფოტოგალერეა)
ვინ არის ვლადიმირ პუტინის ახალი მეგობარი ქალი? (ფოტოგალერეა)
მსოფლიო პრესა აქტიურად წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ახალი "გელფრენდი" ჰყავს. როგორც ამბობენ, 63 წლის პუტინის გულთამპყრობელი ცნობილი ბიზნესმენის, რუპერტ მერდოკის ყოფილ ცოლი, 47 წლის ვენდი დენგია. ისინი თურმე უკვე კარგა ხანია ხვდებიან ერთმანეთს და როგორც გამოცემა Us Weekly იტყობინება, წყვილის ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია.

ფოტოგალერეა

ვენდი დენგი ყოფილ ქმართან, რუპერტ მერდოკთან ერთად

ვლადიმირ პუტინს 30-წლიანი ცოლ-ქმური ურთიერთობა აკავშირებს ლუდმილა პუტინასთან, რომელთანაც ორი ქალიშვილი - 30
წლის მარია და 29 წლის ეკატერინე ჰყავს. პრეზიდენტის ცოლთან გაშორების ამბავი კრემლმა 2014 წლის აპრილში ოფიციალურად დაადასტურა. რუსეთის ლიდერი შვილებზე ლაპარაკს მუდამ ერიდებოდა, თუმცა 2015 წლის დეკემბერში, ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საკუთარ ქალიშვილებზე თამამად ისაუბრა.

"ისინი სწავლობდნენ მხოლოდ რუსეთის უნივერსიტეტებში. მათით ძალიან ვამაყობ. ახლა ისინი აგრძელებენ სწავლასა და მუშაობას.
ჩემი ქალიშვილები თავისუფლად საუბრობენ 3 ევროპულ ენაზე. ისინი თავიანთ საქმეში პირველ ნაბიჯებს დგამენ და არიან წარმატებულები",
- განაცხადა პუტინმა და დაამატა: "მე არასდროს ვპასუხობ ჩემს ოჯახთან დაკავშირებულ პირად შეკითხვებს. ისინი ჩართულნი არ არიან პოლიტიკაში ან ბიზნესში".

ლუდმილა პუტინასთან განქორწინების შემდეგ, ბევრი იწერებოდა პუტინისა და ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშის ალინა კაბაევას რომანის შესახებ. ამბობდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცოლს სწორედ კაბაევას გამო დაშორდა. 2015 წელს უცხოური ტაბლოოიდები წერდნენ კაბაევას ორსულობის თაობაზეც.  ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემა Bild იმ დროს წერდა, რომ პუტინი არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, რადგან ის შვეიცარიაში კაბაევასთან ერთად გაემგზავრა, რათა ორსულობისას მის გვერდით ყოფილიყო. გამოცემის ცნობითვე, 2015 წლის მარტში შვეიცარიაში კაბაევამ იმშობიარა, თუმცა ამის შესახებ გავრცელებული ჭორები კრემლმა არაერთხელ უარყო.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ მერდოკის ყოფილი ცოლი ვენდი დენგი, ასევე ბიზნესში მოღვაწეობს. ის გასულ კვირას პაპარაცებმა თავის მეგობარ, რუს ოლიგაქრ რომან აბრამოვიჩთან ერთად, იახტაზე ნახეს. ცნობილია, რომ აბრამოვიჩი ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია.

Daily Mail-ის ცნობით, 2016 წლის იანვარში საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მილიარდერმა მფლობელმა რუსეთის პრეზიდენტს 35 მილიონ დოლარიანი იახტა აჩუქა.

იხილეთ ფოტოგალერეა: ვლადიმირ პუტინის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალები

წყარო


pipinia
01 აპრილი 2016 22:12
რამ გადარია ეს ხალხი , ამ ქალის ნაირები ჩინეთში კონა 3 იუანი ღირს რაც ჩინეთის ეროვნული ბანკის კურსით დაახლოებით 0.46 დოლარია ანუ 46 ცენტი
rusa
01 აპრილი 2016 20:06
ყოჩაღ პუტიას, მშვენიერი აზიური გარეგნობის ქალბატონია. თუ კარგად იქნებიან, რატომაც არა
rezo
01 აპრილი 2016 19:32
რას კადრულობ კვირის პალიტრა? როგორ შეიძლება ნამდვილ მართლმადიდებელს და დიდ ბელადს გერლფრენდი ყავდეს? ნუ ულახავთ თქვენ ამხანად პუტინს სახელს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები