ცნობილი ქალბატონები, რომელთაც სხვისი ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ცნობილი ქალბატონები, რომელთაც სხვისი ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ (+ ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

ტელეეკრანებიდან მომღიმარი ლამაზი ქალბატონები მუდმივად ხიბლავს ადამიანის თვალს და გონებას.

ვუყურებთ მათ განსახიერებულ როლებს, ვუსმენთ სიმღერებს მათი შესრულებით და ზოგიერთი მათგანი იდეალურადაც კი შეიძლება მიგვაჩნდეს, თუმცა მათ პირად ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი თავგადასავალია. ისინიც ყოფილან დიდი სტრესისა თუ შეცდომის წინაშე, ჩვენ ამჯერად გთავაზობთ ცნობილი ქალბატონების ფოტოგალერეას, რომლებსაც სხვისი ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ

ჯენიფერ ლოპესი

2003 წელს, როცა შოუ ბიზნესის პოპვარსკვლავმა მომღერალი მარკ ენტონი გაიცნო, მარკი დაინარ ტორესზე იყო დაქორწინებული. მომღერლებს ისე ძლიერ შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ მაკ ენტონი პირველ მეუღლეს დაშორდა და „ჯეი ლო“ მოიყვანა ცოლად, მათ შვილებიც ჰყავთ.

ვერა ბრეჟნევა

ვერა ბრეჟნევა, რომელიც უკრაინული გოგონათა ჯგუფის „ვიაგრას“ სოლისტი გახლდათ, კონსტანტინ მელაძისა და იანა სუმის 19-წლიანი ქორწინება დაანგრია. მომღერალი 10 წელი მალავდა პროდიუსერთან ურთიერთობას, თუმცა როგორც ირკვევა, იანა ეჭვიანობდა და ვერას სკანდალებსაც უწყობდა.

კამერონ დიასი

მსოფლიოში ცნობილი ქერა ქალბატონი, რომლის ფილმები ყველასთვის სასიამოვნოდ საყურებლია, როგორც აღმოჩნდა 2007 წელს სასამართლოში დაიბარეს, კამერონს ედავებოდნენ სხვისი ქმრის ილუზიონისტ კრის ენჟის შეცდენაში.

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლის ამბავი, სავარაუდოდ, მთელს მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია. არავინ ელოდა, თუ ჯენიფერ ენისტონისა და ბრედ პიტის ოჯახი დაინგრეოდა. ამის მიზეზი კი ანჯელინა ჯოლი აღმოჩნდა. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ანჯელინასა და ბრედს ცნობილი ფილმის „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებისას ყველასთვის ცნობილია. დღეს კი მათი ოჯახი ალბათ ყველაზე ქველმოქმედად ითვლება ჰოლივუდში.

სიენა მილერი

სიენას ისტორია კლასიკური საპნის ოპერის სცენარივით წარიმართა. 2004 წელს მან ჯუდ ლო გაიცნო. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და საზოგადოებას 2005 წელს ნიშნობის ცერემონიის შესახებ განუცხადეს. სამწუხაროდ, სიტუაცია ქორწინებამდე მაინც ვერ მივიდა, როგორც აღმოჩნდა, ჯუდ ლომ მსახიობს ბავშვების ძიძასთან უღალატა.

კრისტენ სტიუარტი

მიუხედავად იმისა, რომ „ვამპირების საგის“ მთავარი გმირი ცდილობდა ჟურანლისტებისთვის პირადი ცხოვრება დაემალა, საზოგადოების თვალს მისი სასიყვარულო ურთიერთობა არ გამოპარვია. 2012 წელს სოციალურ ქსელში გამოჩნდა სკანდალური ფოტოები, სადაც რეჟისორი რუპერტ სანდერსი მსახიობს კოცნიდა. ეს არავის გაუკვირდებოდა, რეჟისორი ლიბერთი როსზე რომ არ ყოფოლიყო დაქორწინებული, თავად კრისტენი კი მსახიობ რობერტ პატინსონის შეყვარებული გახლდათ. გოგონას ღალატის შემდეგ, პატინსონმა გადაწყვიტა სახლი გაეყიდა, სადაც კრისტენთან ერთად უნდა ეცხოვრა.

ჯულია რობერტსი

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წითური ქალბატონი ჯულია რობერტსის სიყვარულის ისტორიაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. თავად გათხოვილს, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას ოპერატორი დენიელ მოდერი მოეწონა, რომელიც ასევე დაქორწინებული იყო. მსახიობისა და ოპერატორის სიყვარული პირველმა ქორწინებამ ვერ შეზღუდა, დღეს მათ უკვე საერთო შვილები ჰყავთ.

კარლა ბრუნი

დამწყები მოდელი კარლა ბრუნი, რომლის სილამაზე ყველას ხიბლავდა, მუდამ ოცნებობდა როკ-ვარსკვლავი შეყვარებული ჰყოლოდა. მან ერიკ კლეპტონთან დაიწყო ურთიერთობა და სწორედ ამის შემდეგ გაიცნო საყვარელი მომღერალი მიკ ჯაგერი. მიკი კი არასდროს ცდილობდა ოჯახისთვის დიდი ყურადღება დაეთმო და ამით გაეთქვა სახელი. მოდელის გაცნობისას მიკი დაქორწინებული იყო, თუმცა მალევე დაასრულა პირველი ქორწინება და მოდელთან გადაბარგდა საცხოვრებლად, თუმცა 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი ურთიერთობაც დასრულდა. კარლამ კი ისე მოახერხა, რომ უკვე საფრაგნეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის გული მოოინადირა. როგორც ამბობენ, სარკოზის პირველ ქორწინებას სწორედ მან დაუსვა წერტილი.

ემბერ ჰერდი

ჯონი დეპი თავს არასდროს ეუბნებოდა უარს ლამაზი ქალბატონების გარემოცვაზე, თუმცა მსახიობი მხოლოდ ემბერ ჰერდის გამო წამოვიდა სახლიდან და მეუღლე მიატოვა. ისინი ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე შეხვდნენ ერთმანეთს, წყვილს არ აშინებდა დიდი სხვაობა ასაკშიც, დეპი გოგონაზე 23 წლით დიდია. ისინი მალევე დაქორწინდნენ.

ალიშა კისი

პირველი „გრემის“ აღების შემდეგ ალიშამ Swizz Beatz-სა და R&B-ის შემსრულებლის მაშონდის გული მოიგო, რეპერმა მიატოვა ოჯახი და ცოლად ალიშა მოიყვანა, მათ უკვე ორი შვილი ჰყავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ