„სტუმრად თბილისში ყველაზე მოდურ გოგოსთან“ - VOGUE თემურ უგულავას ცოლზე სტატიას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

„სტუმრად თბილისში ყველაზე მოდურ გოგოსთან“ - VOGUE თემურ უგულავას ცოლზე სტატიას აქვეყნებს

"ნინის შეუძლია ცნობილი დიზაინერების სამოსს  მაღაზიაში შეძენილი მეორადი სამოსი შეუხამოს, ასევე ის ხშირად მიმართვს „ბებიას გარდერობში“ აღმოჩენილ ნივთებს"

თბილისში Mercedes-Benz Fashion Week-ის დასრულების შემდეგ გამოცემა VOGUE-მა გამოაქვეყნა სტატიები თბილისში განვითარებული ე.წ. ქუჩის სტილისა (street style) და ქართველ დიზაინერთა შესახებ, თუმცა ერთ-ერთი სტატია 20 წლის ქართველ მოდელს ნინი ნებიერიძეს მიეძღნა. სტატიაში „სტუმრად თბილისში ყველაზე მოდურ გოგოსთან“ აღწერილია ნინის დიეტა, თავისუფალი ჩაცმის სტილი, რომ ის არღვევს ტენდენციებს და არ ექცევა საზოგადოების აზრის გავლენის ქვეშ.

„გარდა იმისა, რომ ნებიერიძე თბილისში საკმაოდ მოთხოვნადი მოდელია, ის ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მასზე ბევრს წერენ და ჭორაობენ კიდეც“.

როგორც VOGUE-ს ჟურნალისტი ლიანა სატენსტეინი გვიყვება, ნებიერიძის გარდერობში უამრავი ცნობილი დიზაინერის სამოსიც არის , თუმცა მისი მოდური ჩაცმულობა მხოლოდ ცნობილი დიზაინერების სამოსით არ განისაზღვრება. როგორც აღმოჩნდა, ის სამოსს მეორადი ტანსაცმელების მაღაზიებშიც ყიდულობს.

„საქართველოში შეგიძლიათ ტანსაცმელი კილოგრამობით შეიძინოთ“ - გვითხრა მოდელმა. საინტერესოა, რომ ნინის შეუძლია ცნობილი დიზაინერების სამოსს  მაღაზიაში შეძენილი მეორადი სამოსი შეუხამოს, ასევე ის ხშირად მიმართვს „ბებიას გარდერობში“ აღმოჩენილ ნივთებს, თუმცა საბოლოო ჯამში, მისი მშვენიერი ღიმილით ის ბრწყინვალედ გამოიყურება“ - საუბარია სტატიაში

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მოდელი ბიზნესმენ თემურ უგულავას მესამე მეუღლეა.

პირველ მეუღელს თეო ფერაძეს, ბიზნესმენი წლების წინ დაშორდა და მასთან ორი შვილი ჰყავს.

მეორე მეუღლე ბიზნესმენი და მშვენიერი ქალბატონი ბაია დავითაია გახლდათ. მასთან დაშორების შემდეგ უგულავა არაერთ ცნობილ სახესთანაც დააწყვილეს, თუმცა მისი მეუღლე 20 წლის თბილისელი მოდელი გახდა.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ