პრაღაში სიტყვა ძეგლად ააგეს! - კვირის პალიტრა

პრაღაში სიტყვა ძეგლად ააგეს!

პრაღაში, ფრანც კაფკას მოედანზე გაიხსნა ჩეხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" 20 წლისთავისადმი  მიძღვნილი ძეგლი-სიტყვა "რევოლუცია" ("ღევოლუცე").  წარწერა

იკითხება ზემოდან ქვემოთ. ძეგლი აგებულია გასაღებებისგან, რომელიც ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის სიმბოლოა - იმ დროს საპროტესტოდ გამოსული სტუდენტები სწორედ გასაღებებს აჟღარუნებდნენ. კომპოზიციის სიმაღლე 6 მეტრია და მის შესაქმნელად საჭირო გახდა 85741 გასაღები, რომელიც მთელ ჩეხეთში შეაგროვეს.