"დანტისტი" ზებრა - კვირის პალიტრა

"დანტისტი" ზებრა

ციურიხის ზოოპარკში დამთვალიერებლები სახტად დარჩნენ, როცა დაინახეს, როგორ უწმენდდა ზებრა ბეჰემოთს კბილებს. "ჰიგიენური პროცედურა" 15 წუთს

გაგრძელდა და მშვიდობიანად დასრულდა. დღემდე მსოფლიოში მსგავსი რამ არასდროს შეუმჩნევიათ - მხოლოდ რამდენიმე სახეობის ჩიტი ეწევა აფრიკაში ანალოგიურ "პრაქტიკას" ნიანგებსა და ბეჰემოთებთან. სხვათა შორის, ბეჰემოთი ერთ-ერთ ყველაზე აგრესიული ცხოველია. მის მძლავრ ყბებს არაერთი ნიანგი ემსხვერპლა, ასევე თავისუფლად შეუძლია მომცრო ნავის შუაზე გადაკვნეტა და არაერთხელ დასხმია თავს ადამიანსაც...