უდიდესი კაზინოს ბანქოს ასლი
ამერიკელმა ბრაიან ბერგმა ბანქოსგან 44 დღეში ააგო სამორინეთა ერთ-ერთი მსოფლიო ცენტრის, ჩინური მაკაოს ყველაზე ცნობილი კაზინოს - "ვენეცია მაკაოს" ზუსტი
ასლი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.  თავად "ვენეცია მაკაო" დღეს მსოფლიოს უდიდესი კაზინოა, იგი ლას-ვეგასელმა დეველოპერებმა შექმნეს. ასლი ბრაიანმა ააგო მაკაოს ადმინისტრაციულ რაიონში, აომენში, რომელიც ასევე მსოფლიოს უდიდეს სასტუმრო კომპლექსად ითვლება. ბერგი პროფესიით არქიტექტორია და აგებისას წებო ან რამე სამაგრი არ გამოუყენებია. ნაკეთობა სიგრძით 10,6 მ-ია, სიმაღლით - 3 მ
და 272 კგ-ს იწონის. მის ასაგებად 4051 დასტა, ანუ 218792 ცალი ბანქო დაიხარჯა. რეკორდსმენის თქმით, "მშენებლობას" ნამდვილი საინჟინრო და საკონსტრუქტორო გათვლები დასჭირდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები