კარლა ასე სტრესმა დააბერა?! - კვირის პალიტრა

კარლა ასე სტრესმა დააბერა?!

ახლახან სარკოზი და ბრუნი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, იძულებულნი იყვნენ, ადგილობრივ საარჩევნო უბანში გამოცხადებულიყვნენ. როგორც გაირკვა,

კარლა ამ ღონისძიებისთვის აშკარად მოუმზადებელი აღმოჩნდა: თვითმხილველთა მტკიცებით, პირველ ლედის მომხიბვლელი იერი დაჰკარგვოდა, რასაც ფოტოც ადასტურებს. ჭორების თანახმად, კარლა ძალიან მოტეხა წინა კვირას მისი და მუსიკოს ბიოლეს რომანის გამომზეურებამ. 43 წლის ქალი გაცილებით ხნიერად გამოიყურებოდა. ფოტოს შესწავლის შემდეგ, მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტის დასკვნით, კარლა ძირითადად ბოტოქსმა და სიგარეტმა დააბერა.

სპეციალისტის თქმით, შუბლსა და ზედა ტუჩზე პატარა ნაწიბურები ვერტიკალური ნაოჭების გასაქრობი ინიექციების კვალია, ლოყების ფორმა კი - ჰიალურონის მჟავათი დამზადებული შემავსებლის ეფექტი. კოსმეტოლოგი დარწმუნებულია, რომ მაღალი ღაწვებიც იმპლანტანტების შედეგია და არ გამორიცხავს, რომ კარლას რინოპლასტიკაც აქვს გაკეთებული, რადგან ცხვირი მცირედ ასიმეტრიულია, ნესტოები კი სხვადასხვა ფორმისა... სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დაბერების მიზეზი ასევე არაჯანსაღი ცხოვრების წესია - არასწორი კვება, ხშირი სტრესი, მავნე ჩვევები - განსაკუთრებით ბევრი სიგარეტის მოწევა, რასაც მომღერლობის პერიოდიდან შეეჩვია.

გარშემომყოფთა თქმით, კარლა ბრუნი წინა კვირის სკანდალის შემდეგ არა მარტო ფიზიკურადაა დაღლილი, არამედ ფსიქოლოგიურადაც. Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან უარყო მისი ან სარკოზის მხრიდან ცოლქმრული ღალატი, გაყრის შესახებ კი განაცხადა: - ჩემი აზრით, ქორწინება არასდროს უნდა დამთავრდეს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება. მე კი მინდა, რომ ის უსასრულოდ გაგრძელდეს და ამის იმედი მაქვს, თუმცა შესაძლოა, ერთმანეთს ხვალვე დავშორდეთო...