"ის გაჩენილია იმისთვის, რომ მამაკაცები დაიმონოს“ - ყველაზე უცნაური ანჯელინა ჯოლი (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"ის გაჩენილია იმისთვის, რომ მამაკაცები დაიმონოს“ - ყველაზე უცნაური ანჯელინა ჯოლი (ფოტოგალერეა)

„ყველაზე კარგი კოცნა ჩემს ცხოვრებაში ანჯელინა ჯოლისთან მახსოვს"

„როცა შენს საყვარელ ადამიანს უყვარხარ და მას ბედნიერს ხედავ, საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ადამიანად მიიჩნევ“

(ფოტოგალერეა)

გამოცემა Time-ს მიხედვით, ანჯელინა ჯოლი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონთა რიცხვში შედის. მსახიობი ლოს-ანჯელესში, 1975 წლის 4 ივნისს, ცნობილი მსახიობების ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონ ვოიტისა და ფანგული წარმოშობის მარჩელინ ბერტრანის ოჯახში დაიბადა.

ჰოლივუდის ვარსკვლავს საერთოდაც არ ჰქონია დალხენილი ცხოვრება. მსახიობის მამა ხშირად ღალატობდა მეუღლეს და ამიტომ მარჩელინმა გადაწყვიტა პატარა ანჯელინა და ჯეიმსი ლოს-ანჯელესში წამოეყვანა. მან უარი თქვა სამსახიობო კარიერაზე და მთელი თავისი ენერგია ბავშვების გაზრდას მოახმარა.

„ვერ ვიტანდი ვერცერთ მამას და დედას, რომლებიც შვილებს ტოვებენ. არ მჯეროდა არც სიყვარულის და არც მეგობრობის“, - იხსენებს მსახიობი, რომელიც ისე განიცდიდა მამის ღალატს, რომ ამას წლების განმავლობაში არ პატიობდა.

ანჯელინა 6 წლის იყო, როდესაც მამის ფილმში პირველი როლი შეარულა. ბავშვობაში გოგონა ექსცენტრიული ხასიათით გამოირჩეოდა, 9 წლისამ საკუთარი დამკრძალავი ბიურო გახსნა.

„ეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს, თუმცა ბავშობაში ძალიან გამაბრაზა იმან, თუ როგორ მიაბარეს მიწას ჩემი საყვარელი ბაბუა. ჩემი აზრით, დამკრძალავი ბიურო ყოველგვარ საკითხს კარგად უნდა აგვარებდეს. ჩემი სამსახიობო კარიერა რომ არ შემდგარიყო, აუცილებად გავაგრძელებდი ამ ბიზნესს“, - განაცხადა მსახიობმა ბრიტანულ The Sun - თან ინტერვიუში.

ჰოლივუდის ვარსკვლავი სკოლაში ხშირად მიმართავდა ფსიქოლოგს, რადგან მასწავლებლები მას სოციოპათად მიიჩნევდნენ. 11 წლის ასაკში მომავალი მსახიობი მამასთან ჰოლივუდში დაბრუნდა. დაიწყო სწავლა ლი სტრასბერგის კინოაკადემიაში და ბევერლი-ჰილსის უმაღლეს სკოლაში. 14 წლის უკვე მოდელად მუშაობდა როგორც ამერიკაში, ასევე ბრიტანეთში  და რამდენიმე მიუზიკლშიც მიიღო მონაწილეობა.

სწორედ ამ პერიოდში მან გაიჩინა პირველი მეგობარი ბიჭი, რომელთან დაშორების მიზეზი გოგონას უცნაური გატაცება - დანების სიყვარული გახდა. მას უამრავი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე მიყენებული, ამ საქციელს კი მისი მეგობარი ვერ ეგუებოდა. როგორც აღმოჩნდა ჯოლი ამ პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელიც იყო და მის ლოგინში კაცებთან ერთად, ხშირად ქალებიც ხვდებოდნენ.

18 წლისა პირველად გადაიღეს ფართომასშტაბიან პროექტში. ფილმი „კიბორგი-2“ საკმაოდ წრმატებული აღმოჩნდა, თუმცა მსახიობს არ მოეწონა მისი შესრულებული როლი და კილერი დაიქირავა, რათა ანჯელინა ჯოლი მოეკლა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ამბავი საკმაოდ უცნაურად ჟღერს, თუმცა ანჯელინას მსგავს საქციელებს მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირებდნენ.

მიუხედავად უცნაური გატაცებებისა, გოგონამ შეძლო და სერიოზული მუშაობის შედეგად კარგ შედეგს მიაღწია. მან შეადგინა პირველი საავტორო პროექტი და გადაიღო ფილმი „ჰაკერები“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი - ჯონი ლი მილერი მისი პირველი მეუღლე გახდა. ის გადაიღეს რამდენიმე ფილმში და თამაშობდა საკმაოდ უცნაურ როლებს, თუმცა სწორედ ამ უცნაურმა როლებმა მოუტანა მას პირველი ოსკარი და „ოქროს გლობუსი“.

კარიერული წინსვლის პერიოდში ანჯელინა გადაიღეს ფილმში „მისტერ და მისის სმიტები“, სადაც დაუახლოვდა მომავალ მეუღლეს ბრედ პიტს, ბრედმა მალევე მიატოვა ჯენიფერ ენისტონი და დღეს უკვე ანჯელინასა და ბრედის წყვილი ყველასთვის განსაკუთრებულია. მათ ჰყავთ როგორც ბიოლოგიური, ასევე ნაშვილები ბვშვები. ერთ-ერთ ინტერვიუში ბრედმა განაცხადა:

„ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, სულ მინდოდა ისეთი ოჯახი მქონოდა, სადაც სრული ქაოსი იქნებოდა. დღეს ჩვენთან სწორედ ასეა, ვერ გაიგებ ვინ ყვირის, ვინ იცინის, ვინ ტირის... ვერ ვიტან იმ შეგრძნებას, როცა ჩემი ოჯახისგან შორს ვარ. კარგია ერთი ღამე გაატარო სასტუმროს ნომერში და წაიკითხო გაზეთი, დაისვენო, მაგრამ მეორე დღეს საშინელი მონატრება მტანჯავს...“ - განაცხადა მსახიობმა.

მიუხედავად ბრედთან ურთიერთობისა, საუბრობდნენ იმაზეც, რომ ანჯელინას მაინც ჰყავდა სხვა მეგობარი მამაკაცები.

„ყველაზე კარგი კოცნა ჩემს ცხოვრებაში ანჯელინა ჯოლისთან მახსოვს, ის გაჩენილია იმისთვის, რომ მამაკაცები დაიმონოს“, - განაცხადა ჰოლივუდის მსახიობმა ითან ჰოუკმა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ანჯელინა გახდა ითანისა და უმა თურმანის დაშორების მიზეზი. ანჯელინას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა Rolling Stones-ის სოლისტ მიკ ჯაგერთანაც.

მიუხედავად მსგავსი ექსცენტრიული ცხოვრებისა, ანჯელინამ წარსულში დატოვა როგორც ქალი, ასევე მამაკაცი შეყვარებულები, თავი დაანება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას და გახდა გაერო-ს კეთილი ნების ელჩი. ის აქტიურად სტუმრობს დევნილების ბანაკებს, საბავშვო სამედიცინო დაწესებულებებს, ქალთა უფლებების დაცვის ფონდებს.

ჰოლივუდის მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი, დევნილთა საკითხებში, ანჯელინა ჯოლი გაერო-ს სხდომაზე სირიელთა დასაცავად სიტყვითაც გამოვიდა.

"ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილად ვუყუროთ იმ ბოროტებას, რაც სირიაში ხდება და რომელიც ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობამ გამოიწვია”, - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

დღეს ანჯელინასა და ბრედს 6 შვილი ჰყავთ: შაილო, ვივიენი, ზაჰარა, პაკს ტენი, მედოკს შივანი და ნოკს ლეოი.

როგორც მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, „არ არის აუცილებელი გყავდეს ბევრი შვილი, მთავარია შეძლო და მათ მისცე ყველაფერი, ზოგჯერ იმის ენერგიაც აღარ დაგრჩებათ სხვა საქმე გააკეთოთ“, - განაცხადა მსახიობმა.

ანჯელინას ბავშვურ ექსცენტრიულობას თუ გავიხსენებთ, მას ძალიან ჰგავს შაილო, რომელიც ბიჭურ ჩაცმულობას ამჯობინებს და საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონას სქესის შეცვლაც კი სურს.

„როცა შენს საყვარელ ადამიანს უყვარხარ და მას ბედნიერს ხედავ, საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ადამიანად მიიჩნევ“, - განაცხადა ანჯელინამ, როცა ბრედთან ურთიერთობაზე საუბრობდა. უამრავი ჭორის მიუხედავად ისინი შვილებთან ერთად ისევ ერთად ცხოვრობენ.

„ქალი რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ის ყოველთვის ელოდება მასზე ძლიერ მამაკაცს და არა იმიტომ, რომ მას თავისუფლება შეუზღუდონ, არამედ იმიტომ, რომ მას ჰქონდეს უფლება თავი ხანდახან მაინც სუსტ არსებად იგრძნოს“, - განაცხადა მსახიობმა.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმები თვლიან, რომ მსახიობის გარეგნული ცვლილება ბოლო წლებში ჯოლის გადატანილ ოპერაციებს უკავშირდება: ონკოლოგიური დაავადების რისკის აღმოსაფხვრელად მსახიობმა ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, შემდეგ კი საკვერცხეები ამოიჭრა. ეს ყველაფერი, შესაძლოა, დეპრესიის გამომწვევი გამხდარიყო, შედეგად კი მადის და წონის დაკარგვის მიზეზი.

სპეციალისტების მეორე ნაწილი უფრო მძიმე ვერსიაზე ლაპარაკობს.  ”ანჯელინამ, რომელსაც დედა სიმსივნით გარდაეცვალა და ამის შემდეგ ავდმყოფობის ფობიამ შეიპყრო, ყველაფერი გააკეთა, რომ სიმსივნის წარმოქმნა აღეკვეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა”, - წერენ ცნობილი გამოცემები.

თუმცა სხვა ვერსიით, მისი არაჯანმრთელი იერი სტრესმა და ოჯახურმა პრობლემებმა გამოიწვიეს (დადის ხმები, რომ პიტთან ქორწინება ინგრევა და წყვილი გაყრის ზღვარზეა). ამასთანავე, ჯოლი შეუსვენებლად მუშაობს, ბევრს დადის ჰუმანიტარულ მისიებში და მგზავრობისას თითქმის არ ჭამს, ბევრს ეწევა და არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ