ბუს "შედევრები" - კვირის პალიტრა

ბუს "შედევრები"

41 წლის მხატვარმა, სამეფო აკადემიის ხელოვნების მაგისტრმა, ქალბატონმა ბუ რიტსონმა თვითგამოხატვის ახალ ხერხს მიაგნო: ფერწერა და ქანდაკება "გააერთიანა".

შედეგად მიიღო "ცოცხალი თოჯინები", რომლებიც რამდენიმე ფენა საღებავითაა დაფარული... "შთაგონებული შემოქმედი" 4 წელია, რაც ნაცნობ მოდელებსა და მეგობრებს დაერია, "პრაქტიკა" კი ჯერ ქანდაკებებზე გაიარა. ბუ მორიგ "მოდელ-მსხვერპლს" ჯერ თავიდან ბოლომდე დამცავ კრემს უსვამს, შემდეგ ტანსაცმელს აცმევს და მერე წყალში ხსნადი საღებავებით მთლიანად ღებავს... ერთ "შედევრს" 50-მდე შეკვრა საღებავი სჭირდება.