ლარისა ივანოვნა ფილმიდან "მიმინო" - როგორ გამოიყურება მსახიობი დღეს? - კვირის პალიტრა

ლარისა ივანოვნა ფილმიდან "მიმინო" - როგორ გამოიყურება მსახიობი დღეს?

"ларису ивановну хочу" - ფრაზა გიორგი დანელიას ფილმიდან "მიმინო" პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე ისეთივე პოპულარულია, როგორც თვითონ ფილმი. საბჭოთა სტიუარდესა ლარისა ივანოვნა კომაროვას ეპიზოდური როლი კი სიმბოლოდ იქცა რუსი ლამაზმანისა, რომლის გულის მოსაგებადაც კავკასიელი მამაკაცები არაფერს იშურებდნენ.

სტიურადესას როლის შემსრულებელი ელენა პროკლოვა კი სწორედ ამ როლის დამსახურებით საქართველოში განსკუთრებულად პოპულარულ რუს მსახიობად იქცა.

იხილეთ ფოტოგალერეა: ლარისა ივანოვნა ფილმიდან "მიმინო"

ელენა პროკლოვა 1953 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. მომავალი მსახიობის მშობლები მასწავლებლად მუშაობდნენ, ბებია და ბაბუა კი მსახიობები ჰყავდა, შესაბამისად, გოგონა შემოქმედი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა. 4 წლის ასაკიდან რიტმული ტანვარჯიშში ვარჯიშობდა, 11 წლის კი უკვე სპორტის ოსტატი იყო.

პროკლოვას სადებიუტო ფილმი "რეკავენ, კარი გააღეთ" გახლავთ. ფილმმა ელენას აღიარება მოუტანა და საერთაშორისო პრემიაც მიიღო. ლენამ სხვა რეჟისორების ყურადღებაც მიიქცია და "თოვლის დედოფალში" გერდას როლი შეასრულა.

კიდევ რამდენიმე როლის განსახიერების შემდეგ, ელენას პროფესიული არჩევანის გაკეთება მოუხდა, სპორტი მიატოვა, მე-9 -მე-10 კლასი ექსტერნად დაამთავრა და სკოლა-სტუდიაში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი სკოლის პერიოდის ნაადრევად დასრულების გამო ნანობს, სანაცვლოდ, სცენისა და კინოს წყალობით, საინტერესო და კაშკაშა ცხოვრება ხვდა წილად.

პირადი ცხოვრება

პროკლოვა პირველად, საკმაოდ ადრე, 18 წლის ასაკში გათხოვდა. ცოლად რეჟისორსა და ჟურნალისტს, ვიტალი მელიკ-კარამოვს გაჰყვა. მასთან ქალიშვილი - არინა შეეძინა. წყვილი 5 წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა.

მსახიობის მეორე ქმარი, ექიმი - ალექსანდრ დერიაბინი იყო. ლენამ ბედნიერება ვერც მასთან იპოვა და რამდენიმე წელში გაეყარა. როგორც პროკლოვა ყვება, წყვილის განშორების მიზეზი პირადი ტრაგედია გახდა. მათ მცირეწლოვანი ტყუპი შვილები ტრაგიკულად დაეღუპათ...

გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა: ლარისა ივანოვნა ფილმიდან "მიმინო"