"ერთი ფინჯანი" ცხელი შოკოლადი - კვირის პალიტრა

"ერთი ფინჯანი" ცხელი შოკოლადი

გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად მსოფლიოში უდიდესი ნამცხვრებისა თუ კერძების კეთება კარგა ხანია ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამჯერად აშშ-ის რძის

მწარმოებელთა ასოციაციამ ნიუ-იორკში, ბრაიანტ პარკში, მსოფლიოში ყველაზე დიდი "ფინჯანი ცხელი შოკოლადი" მოამზადა. "ფინჯანში" "სულ რაღაც" 1893 ლიტრი ჩადის.  შოკოლადის მოყვარული ბავშვები ჭიქას მიესივნენ და ცხელი შოკოლადი დააგემოვნეს.