"კაცკვერცხას" გატაცება - კვირის პალიტრა

"კაცკვერცხას" გატაცება

კვერცხებისგან დამზადებული კომპოზიცია, "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს ადვილად იცნობთ, ამერიკელი მხატვრის, ჯონ

ლამურანის ნახელავია. ჯონი 30 წელია სააღდგომო კვერცხების მოხატვითაა დაკავებული და მეტსახელად "კაცკვერცხა" შეარქვეს. ის სააღდგომოდ ქათმის კვერცხით ცნობილ ადამიანთა "პორტრეტებსაც" ქმნის, რომლებიც მყიდველებს შეუძლიათ "ერთმანეთს დაარტყან". მრავალფიგურიანი კომპოზიციების შესაქმნელად კი მხატვარი სხვადასხვა ჯიშის ფრინველის კვერცხებს იყენებს.