მეოცე საუკუნის ბებია - სესილია თაყაიშვილი (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

მეოცე საუკუნის ბებია - სესილია თაყაიშვილი (+ ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

“არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი - რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა..."

ქართული კინოსა და თეატრის შეუდარებელი მსახიობი, მეოცე საუკუნის ბებია სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ბათუმში დაიბადა. სესილიას 120 როლი აქვს შესრულებული. მისი განსახიერებული ყველა პერსონაჟი შეუდარებელია. სცენიდან თუ ეკრანიდან ასხივებდა სითბოსა და სიყვარულს, მაგრამ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარდა.

არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი - რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა...

საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა”, - განაცხადა შეუდარებელმა მსახიობმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

სესილიას ბოლო ფილმი “ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი” იყო, რომელიც 1984 წელს გადაიღეს. ლეგენდარული მსახიობიც ამავე წელს გარდაიცვალა.

ყველასთვის საყვარელი სესილია თაყაიშვილი Pink floyd-ის კლიპში Money მოხვდა.

როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო“.

ქართული კინოს ვარსკვლავმა, ანდერძი დატოვა:

ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით. დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!

იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას”.

ეროვნულ არქივში სესილია თაყაიშვილის მონაწილეობით გადაღებული 30-მდე მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნის კადრებია დაცული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ