„არ გძულდეთ ისინი, ვისაც თქვენი შურს, ისინი ხომ თქვენს წარმატებას აღიარებენ“ - როგორ ვერ იცხოვრებდა მონიკა ბელუჩი? (+ფოტოგალერეა)
20-07-2016
„არ გძულდეთ ისინი, ვისაც თქვენი შურს, ისინი ხომ თქვენს წარმატებას აღიარებენ“ - როგორ ვერ იცხოვრებდა მონიკა ბელუჩი? (+ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა

„სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა მას ახლავს ურთიერთპატივისცემა და თავისუფლება. არაა საჭირო ვინმეს დასაკუთრება. ჩვენი ქმრები და შვილები ნივთები არ არიან“


მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად აღიარებული, მსახიობი მონიკა ბელუჩი 1964 წლის 30 სექტემბერს, იტალიის პატარა ქალაქ ჩიტა - დი კასტელოში, მეურნის ოჯახში დაიბადა. მამა სოფლის-მეურნეობას მისდევდა, გოგონას დედა კი მხატვარი იყო.

ხელმომჭირნე ოჯახში გაზრდილმა გოგონამ იცოდა, რომ სწავლის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდა, მას პატარაობიდანვე იურისტობა უნდოდა და უმაღლეს სასწავლებელშიც
ჩააბარა. 16 წლის ის უკვე პოდიუმზე იდგა. როგორც აღმოჩნდა, გლამურული ცხოვრება გოგონას უფრო მოეწონა და ბავშვობის ოცნებაზე უარი თქვა. სამსახურში გადატვირთული გრაფიკის გამო, გოგონამ სწავლას თავი დაანება, როგორც შემდეგ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ის დამატებით პიცერიაში ოფიციანტადაც მუშაობდა. ამაში ხელს მისი უცხო ენების სიყვარულიც უწყობდა, ბელუჩიმ
საფუძვლიანად შეისწავლა ფრანგული და ინგლისური ენები.

1988 წელს მონიკა მილანში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამოდელო სააგენტო Elite Model Management-თან გააფორა კონტრაქტი, ერთი წლის შემდეგ ის როგორც მილანში, ასევე პარიზსა და ნიუ-იორკში ყველაზე ცნობილი მოდელი გახდა, ის იყო ფრანგული Elle-სა და Dolce & Gabbana-ს სახე.

სამოდელო ბიზნესში წარმატების მიუხედავად, მონიკამ ბედი კინემატოგრაფიაშიც სცადა. ის პირველად იტალიურ ფილმებში ეპიზოდურ როლებში გადაიღეს, პირველი მთავარი როლი კი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში შეასრულა. სწორედ მან გაუხსნა გზა მომავალ ვარსკვლავს კინემატოგრაფიაში. ამ პერიოდში გაიცნო მოდელმა ცნობილი მსახიობი ვინსენტ კასელი, დაიწყო მათი რომანიც, რაც ქორწინებით დასრულდა.  ჰყავთ ორი გოგონა, ბელუჩი 40 წლის იყო როცა მეორედ დაფეხმძიმდა, ის ორსულობისას ჟურნალებისთვისაც პოზირებდა. კასელთან განქორწინების შემდეგ მონიკა ცდილობს ბევრი დრო დაუთმობს ქალიშვილებს. (იხილეთ: მონიკა ბელუჩის ქალიშვილები)

„მამაკაცებს უყვართ ის, რასაც ვერ დაეპატრონებიან“
- ამბობს მსახიობი.

„სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა მას ახლავს ურთიერთპატივისცემა და თავისუფლება. არაა საჭირო ვინმეს დასაკუთრება. ჩვენი ქმრები და შვილები ნივთები არ არიან“,
- ინტერვიუში სიყვარულზე საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა გიყვარდეს, მათ შორის ისინიც, ვისაც შენი შურს:

„არ გძულდეთ ისინი, ვისაც თქვენი შურს, ისინი ხომ თქვენს წარმატებას აღიარებენ“

„სილამაზე ორ შემთხვევაშია პრობლემური, როცა არ არის და როცა მხოლოდ სილამაზეა და სხვა არაფერი“

„არასდროს ვიტყვი რომ სილამაზე პრობლემაა, პრობლემა ისაა როცა ავად ხარ, ან შვილების გამოკვება არ შეგიძლია“,
- თქვა ერთ - ერთ ინტერვიუში ბელუჩიმ, როცა მის სილამაზესა და ამით გამოწვეულ უხერხულ სიტუაციებზე საუბრობდა. როგორც მსახიობი ამბობს, ის მუდამ აქტიურად ცხოვრობს და ეს მოსწონს კიდეც:

„მყავს მეგობრები, რომლებიც მშვიდად ცხოვრობენ, ალაგებენ სახლს, უვლიან ბავშვებსა და ქმრებს. კარგია ასე ცხოვრება, მაგრამ მე ვერ შევძლებდი, მუდამ იმას ვიფიქრებდი, რომ ხაფანგში ვარ მოქცეული“.


როგორც აღმოჩნდა, მონიკა ქალთა უფლებების აქტიური დამცველია, ის იცავს ქალებს, რომელთა უფლებები იზღუდება. მსახიობმა გააკრიტიკა კანონი in vitro განაყოფიერებაზეც და თქვა, რომ მარტოხელა ქალებს უფლება უნდა მიეცენ რათა შვილი გააჩინონ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი "მალენა", სადაც ის მთავარ როლს თამაშობს და ასახავს ულამაზესი ქვრივი ქალის ცხოვრებას, მის დარდსა და ტკივილს. კრიტიკოსების შეფასებით, მონიკა შეუდარებლად ასრულებს დრამატურ როლებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ



воланд
20 ივლისი 2016 17:33
დონა ლუჩია,გენაცვალე ლამაზების პრეზიდენტო!
მაგარი ბალღი
20 ივლისი 2016 12:08
ნუ დარდობ შენი "კვნესა მე" ჩემო ბელუჩი,მე მიყვარხარ!ბრძანებაც არ მინდა,ისე "მოგემსხურები" სიბერემდე!!!
nika
20 ივლისი 2016 10:46
ქალის ეტალონია!!!

რედაქტორის რჩევით