პუტინი, მერკელი, ლაბრადორი კონი და სხვები - პოლიტიკოსები და მათი საყვარელი ცხოველები (+ფოტოგალერეა)
25-07-2016
პუტინი, მერკელი, ლაბრადორი კონი და სხვები -  პოლიტიკოსები და მათი საყვარელი ცხოველები (+ფოტოგალერეა)
ალბათ არავისთვისაა ახალი ამბავი, რომ პოლიტიკოსების ქმედებები ხშირ შემთხვევაში საზოგადოების გულის მოგებაზეა გათვლილი. პიარისთვის ისინი რას აღარ იყენებენ, მათ შორის ცხოველებისადმი საჯაროდ გამოხატულ სიყვარულსაც, თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს მათ მართლაც უყვარდეთ ოთხფეხა მეგობრები, რომლებთანაც ერთად საზოგადოებაში არცთუ იშვიათად ჩნდებიან... გთავაზობთ ქართველი და უცხოელი ყველაზე პოლიტიკოსებისა და მათი საყვარელი ცხოველების ფოტოებს. (ფოტოგალერეა)

აშშ ექსპრეზიდენტის რონალდ რეიგანისა და მისი მეუღლის, ნენსის სიყვარულის ისტორია მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, სწორედ დიდი სიყვარულის გამოსახატავად ამერიკის
წამყვანმა პოლიტიკოსმა მეუღლეს შობის დღესასწაულზე უმშვენიერესი ლეკვი ლაკი აჩუქა, 1985 წლის შემდეგ ლაკი ნენსის მუდამ თან ახლდა.

როგორც ირკვევა, ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე პატარა ასაკიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა ძაღლებს, მისი საყვარელი ჯიში კი ველშ კორგია. დედოფალს ამ ჯიშის 30-ზე მეტი ძაღლი ჰყავს.

განსაკუთრებით სახალისოა ირგვლივ
მყოფთა აზრის მოსმენა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც თითქმის მთელი საზოგადოება ჭირვეულ და უტაქტო პოლიტიკოსად მიიჩნევს. მაგალითად, ჟირინოვსკიზე ხუმრობენ, რომ მის ცხოველებს იმ ადამიანებზე მეტად გაუმართლდა, ვისთანაც კი პოლიტიკოსს ურთიერთობა აქვს, რადგან მხოლოდ მათ არ ექცევა უხეშად...


დიდი ბრიტანეთი ლეგენდარული პრემიერი უინსტონ ჩერჩილი კი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე ბულდოგთან ერთად , როგორც ირკვევა, იმჟამად ამ ჯიშის ძაღლები ლონდონის საზოგადოებას განსაკუთრებულად უყვარდა, რადგან ისინი მომავალი დღის სტაბილურობასა და თავდაჯერებულობასთან ასოცირდებოდა. პრემიერს სახლში ასევე პუდელი და ფისოც ჰყავდა...

ძაღლების სიყვარულზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ადოლფ ჰიტლერი. ის არსად ჩერდებოდა საყვარელი გერმანული ნაგაზი ბლონდის გარეშე. ჰიტლერს ძაღლი 1941 წელს აჩუქეს და გერმანიის მმართველს საყვარელი ცხოველი ბუნკერშიც თან ჰყავდა. ჰიტლერმა თვითმკვლელობამდე ძაღლი საკუთარი ხელით მოკლა, მას ციანიდის კაფსულა დაალევინა.

The Telegraph-ი წერს, რომ თანამდებობის დატოვებისას ბრიტანეთს პრემიერმა დევიდ კემერონმა საჯაროდ აღიარა, რომ დაუნინგ-სტრიტის მთავარი თაგვების თავზარდამცემი, კატა ლარი ძალიან უყვარს, ამის დასამტკიცებლად კი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. პრემიერმა მწუხარება გამოთქვა, რომ ფისო თან ვერ მიჰყავს და ის სახლის საკუთრებაა.

ერთი საინტერესო ამბავიც, როგორც ირკვევა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სასტიკად ეშინია ძაღლების, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაიგო რა ეს, ანგელას გულის გასახეთქად  2007 წელს მასთან შეხვედრაზე ლაბრადორ კონისთან ერთად გამოცხადდა. შემდეგ ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა კანცლერის ფობიის შესახებ და განაცხადა,  - მხოლოდ  მსურდა, მესიამოვნებინა ადამიანისთვის და მისთვის ჩემი შინაური ცხოველი მეჩვენებინაო.

როგორც პუტინი ყვება, მერკელი საგრძნობლად აღელდა, ის კი შეეცადა, გერმანელი მასპინძელი დაემშვიდებინდა და წესრიგის აღსადგენად ძაღლისთვის წამორტყმაც კი მოუწია. მოეშვა რა მერკელს, ძაღლმა ახლა რეპორტიორებისკენ გაიწია, რასაც მერკელის რეპლიკა მოჰყვა, - ახლა ჟურნალისტების ჭამას დაიწყებსო...

ირკვევა, რომ ეს შიში მას 1995 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც მეზობლის მეძებარი დაესხა თავს: ძაღლი ფეხში ჩააფრინდა გერმანიის კანცლერს, რომელიც პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე მის ქალაქგარე ვილაში გასეირნებიდან ველოსიპედით ბრუნდებოდა. მოგვიანებით ამ ამბის გამოსასყიდად პუტინმა მერკელს სათამაშო ძაღლი აჩუქა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები