პლანეტის ყველაზე საშიშ ბინადართა ათეული - კვირის პალიტრა

პლანეტის ყველაზე საშიშ ბინადართა ათეული

მოსკიტები პირველობას არ თმობენ - ყველაზე მომაკვდინებელნი არიან. კოღოების ნაკბენთა უმეტესობა მხოლოდ ქავილს იწვევს.

მოსკიტები კი საშიში დაავადებების: მალარიის, ყვითელი ციების, დენგეს და ენცეფალიტის გადამტანნი არიან.

მათი ნაკბენით წელიწადში სამ მილიონ კაცზე მეტი კვდება. ასეთი შემთხვევების 85-90% ხდება აფრიკაში, საჰარის სამხრეთით.

დაინფიცირებულთა უმრავლესობა კი 5 წლამდე ბავშვია.

KvirisPalitra.Geმეორე ადგილი შხამიან გველებს ეკუთვნით. წელიწადში მთელ მსოფლიოში 50000 კაცი კვდება გველის ნაკბენით. ყველაზე მეტი აზიური კობრას ნაკბენით იღუპება. ცნობილია, რომ გველი პირველი არ ესხმის თავს ადამიანს. მხოლოდ მას კბენს, ვინც შეაწუხებს (ფეხს წამოჰკრავს, დააბიჯებს და ა.შ.). ყველაზე საშიშია შუააზიური კობრას, გიურზას და ეფის ნაკბენი.

KvirisPalitra.Geმესამე ადგილს მტკიცედ ინარჩუნებენ შხამიანი მედუზები. განსაკუთრებით საშიშია ავსტრალიური მედუზა. მას 4 მ სიგრძის 60-მდე საცეცი აქვს, ყოველ საცეცს 5000 შხამიანი უჯრედი და 60 კაცის მოსაკლავად სამყოფი ტოქსინი გააჩნია.

KvirisPalitra.Geმეოთხე ადგილზეა მაიმუნი. მაიმუნების ჯოგი თავს ესხმის ბავშვებს, არც უფროსებს ერიდება, ართმევს საკვებს; პრიმატები ძარცვავენ სოფლებს, აკითხავენ ქალაქელთა მაცივრებს. ამასთან, ადამიანებისგან ითვისებენ ეშმაკურ მანერებს, ხანდახან კარზე დაკაკუნებასაც კი ახერხებენ და ატყუებენ მათ.

KvirisPalitra.Geმეხუთე ადგილს მყარად ინარჩუნებს დიდი, თეთრი ზვიგენი. თეთრი ზვიგენები ბინადრობენ ოკეანეთა თბილ წყლებში, ასევე ხმელთაშუა ზღვისა და იაპონიის ზღვებში. ამ "თეთრი მკვლელის" სიგრძე 7-8 მეტრია, ხანდახან 12 მეტრამდეც იზრდება. ის ყველაზე საშიში, მრისხანე და ძლიერი ცხოველია.

KvirisPalitra.Geმეექვსე ადგილზეა ნიანგი. ავსტრალიასა და აფრიკის ბევრ ქვეყანაში მასზე საშიში ცხოველი არ არსებობს. ჩრდილოეთ ავსტრალიის ტროპიკებში ასი ათასამდე რეპტილიაა.

KvirisPalitra.Geმეშვიდე ადგილზე სპილო დგას. აფრიკული და ინდური სპილოები წელიწადში 500-მდე კაცს კლავენ. განსაკუთრებით საშიშია მძუნაობის დროს ჯოგიდან განდევნილი მოხეტიალე სპილო. ის ნებისმიერ მოძრავ ობიექტს ესხმის თავს.

KvirisPalitra.Geმერვე ადგილი ეკუთვნის თეთრ დათვს. არქტიკაში ძალიან უფრთხილდებიან, რის გამოც ისე გამრავლდნენ და გათამამდნენ, რომ შიშის გრძნობა დაკარგეს, აგრესიულები გახდნენ და დასახლებულ ადგილებსაც ესხმიან თავს.

KvirisPalitra.Geმეცხრე ადგილზეა აფრიკული ხარი. ამ ცხოველს არც კაცის ეშინია და არც  თანამოძმის. ზოგჯერ 900 კგ-ს იწონის და 2 მ სიგრძისაა. რქები ძალიან მსხვილი, აქვს. რქის სარეკორდო სიგრძე 195 სმ-ია. განსაკუთრებით გამახვილებული აქვს ყნოსვა.  უცებ გრძნობს მოახლოებულ ობიექტს და მაშინვე ესხმის თავს.

KvirisPalitra.Geმეათე ადგილი შხამიან ბაყაყს უჭირავს. ბუდობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მადაგასკარზე. მას ზურგზე განლაგებული აქვს ტოქსინების გამომყოფი ჯირკვლები. ერთი ოქროსფერი ბაყაყის მიერ გამოყოფილ შხამს 10 კაცის მოკვლა შეუძლია.