"მიყვარხარ, მიშელ"! - თეთრი სახლის შავი მარგალიტი - კვირის პალიტრა

"მიყვარხარ, მიშელ"! - თეთრი სახლის შავი მარგალიტი

ფოტოგალერეა

"პირველად რომ ვაკოცე, მის ტუჩებს შოკოლადის გემო ჰქონდა"

აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას შთამბეჭდავმა გამოსვლამ დასავლური მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები აალაპარაკა. მიშელი დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით წარსდგა და მომავალი პრეზიდენტის როლზე ილაპარაკა.

"ამ არჩევნებში და ყველა მომავალ არჩევნებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვის ექნება ძალაუფლება განსაზღვროს ჩვენი შვილების მომავალი 4 თუ რვა წლის განმავლობაში. დღეს მე აქ ვდგავარ იმიტომ, რომ ამ არჩევნებში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვანდობ ამ პასუხისმგებლობას, ერთადერთი ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, შესაბამისად კვალიფიციურია იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ეს ჩვენი მეგობარი ჰილარი კლინტონია" - აღნიშნა საუბრისას მიშელ ობამამ.

პირველ ლედის გამოსვლის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ემოციური იყო და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა:

"ეს გახლავთ ამ ქვეყნის ისტორია. ისტორია, რომელმაც მე დღეს ამ სცენაზე მომახვედრა, ისტორია იმ თაობებისა, რომლებიც საკუთარ სხეულზე გრძნობდნენ მათრახის დარტყმას, მონობის სირცხვილს, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ ბრძოლას, რწმენას და იმის კეთებას, რაც გასაკეთებელი იყო. და მე დღეს, ყოველ დილით ვიღვიძებ სახლში, რომელიც მონებმა ააშენეს.

ვუყურებ ჩემ ქალიშვილებს, ორ ლამაზ, ჭკვიან, ფერადკანიან ახალგაზრდა ქალს, რომლებიც თავიანთ ძაღლებთან ერთად თამაშობენ თეთრი სახლის ეზოში... და სწორედ ჰილარი კლინტონის გამო, ჩემ ქალიშვილებს და ჩვენი ყველას შვილებს, აქვთ რწმენა, რომ ქალი, შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

...არ მისცეთ არავის უფლება გითხრათ, რომ ეს დიდებული ქვეყანა არაა, რომ მას წარსული დიდების დაბრუნება სჭირდება. იმიტომ რომ, ამერიკა ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდებული ქვეყანაა", - აღნიშნა 15-წუთიან გამოსვლაში ამერიკის პირველმა ლედიმ.

მიშელის საოცარ გამოსვლას "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ბარაკ ობამა გამოეხმაურა:

"საოცარი სიტყვა წარმოთქმული საოცარი ქალის მიერ. შეუძლებელი ამაზე მეტად ამაყობდეს ადამიანი, ვიდრე მა ახლა. ჩვენი ქვეყანა დალოცვილია ჰყავდეს ასეთი პირველი ლედი. მიყვარხარ, მიშელ"!, - დაწერა ბარაკ ობამამ.

თეთრი სახლის შავი მარგალიტი

მიშელის ეს სიტყვა მხოლოდ ერთადერთი არაა, რითაც ის ამერიკის მოქალაქეებსა აღაფრთოვანებს, პირველი ფერადკანიანი ლედი წარჩინებულლი ოჯახის შვილია. ის ბავშვობიდანვე იყო შეჩვეული წესრიგს, როგორც ოჯახში, ასევე საქმის კეთებისას. მისი სურვილი იყო კარიერაში წარმატებას მეღწია და ეს მოახრხა კიდეც. სულ ახალგაზრდა მიშელი უკვე  იურიდიული კომპანიის Sidley Austin-ის წამყვანი სახე  გახლდათ, სწორედ მას მიაბარეს 1989 წელს სტაჟიორად 28 წლის ბარაკ ობამა. მიშელის პრინციპულობის მიუხედავად მიზანდასახულმა ბარაკმა მაინც დაითანხმა გოგონა პაემანზე და როგორც შემდეგ ბარაკმა გაიხსენა, - "პირველად რომ ვაკოცე, მის ტუჩებს შოკოლადის გემო ჰქონდაო". ისინი 1992 წელს დაქორწინდნენ და როგორც შემდეგ მიშელი ამბობდა, - ერთად ცხოვრება რთული აღმოჩნდა, წესრიგის მოყვარულ გოგონას აღიზიანებდა მომავალი პლიტიკოსის უწესრიგობა, მათი შემოსავალიც ძალიან მცირე იყო და მიშელს ბევრი მუშაობა უწევდა, გაუჩნდათ გოგონა და ამით პრობლემები უფრო გაიზარდა, რადგან ობამა მთლიანად იყო გადართული პოლიტიკაზე,  პატარას გაზრდისთვის კი მათ შემოსავალი აღარ ჰყოფნიდათ.

"რატომ მაკარგვინებ დროს სისულელეებში, როცა მე მსოფლიოს შეცვლას ვცდილობ", - პასუხობდა უკმაყოფილო მიშელს მომავალი პრეზიდენტი.

მეორე შვილის დაბადების შემდეგ, იმდენად გამწვავდა ოჯახური კრიზისი, რომ მიშელმა ბარაკთან განქორწინება გადაწყვიტა, თუმცა მათი წყენა ბავშვის ავადმყოფობამ გააქრო. წყვილს აღარ ეცალა კამათისთვის.

საბოლოოდ, როგორც ამბობენ, ბარაკმა მიშელიც ჩართო პოლიტიკურ საქმიანობაში და პრობლემების განხილვისას აზრსაც ეკითხებოდა, ამ პერიოდიდან იწყება მისი პოლიტიკური წარმატებაც.

"გაინტერესებთ როგორ ემზადებოდა პრეზიდენტი საარჩევნო დებატებისთვის? - ჩემთან ერთად იბრძოდა", - განაცხადა ტელეშოუში მიშელმა, რომელიც მუდამ მეუღლის გვერდითაა.

2013 წლის დეკემბერში კი ტაბლოიდები ობამების ოჯახური იდილიის არარსებობაზე წერდნენ. თეთრი სახლიდან ინფორმატორი იტყობინებოდა, რომ მიშელ ობამამ განქორწინება გადაწყვიტა, ის მეუღლის პოლიტიკური კარიერისა და ბავშვების გამო იკავებდა თავს და გაბრაზების ბოლო წვეთი ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე ბარაკის ქმედება აღმოჩნდა. დაკრძალვაზე ამერიკის პრეზიდენტი დანიის პრემიერთან ჰელე ტორნინგ - შმიტთან სელფებს იღებდა. პირველ ლედის ჩიკაგოში სურდა საცხოვრებლად გადასვლა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წყენა ისევ მალევე გაქრა.

The Times-ი წერს რომ, მიშელი უნიკალურია, რადგან "მას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი ქალი, იყოს მოდური და ამავე დროს მუდამ მხარი დაუჭიროს მეუღლეს". მას ხშირად "მომავლის ლედისაც" უწოდებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

People

Источник: http://www.starslife.ru/2012/09/07/mishel-obama-opisala-idealnoe-svidanie-s-prezidentom/ მოამზადა ეკა გადახაბაძემ People

Источник: http://www.starslife.ru/2012/09/07/mishel-obama-opisala-idealnoe-svidanie-s-prezidentom/ People

Источник: http://www.starslife.ru/2012/09/07/mishel-obama-opisala-idealnoe-svidanie-s-prezidentom/