პირველი ქალბატონები - კვირის პალიტრა

პირველი ქალბატონები

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა. არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი, აშშ-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო კავშირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჰეიდარ ალიევის ფონდისა და აზერბაიჯანის კულტურის მეგობრების პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი, იუნესკოს, ოიკისა და ისესკოს კეთილი ნების ელჩი.

მეჰრიბან ალიევა ექიმია. ჯერ აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, მერე კი ი. მ. სეჩენევის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც 1988 წელს წითელი დიპლომით დაამთავრა.

KvirisPalitra.Geსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა ოფიციალურად აცხადებს, რომ თავისი ტომის, ზულუსებისთვის დამახასიათებელი მრავალცოლიანობის მიმდევარია. მას ჰყავს 8 ცოლი (აქედან 5 ოფიციალური) და 18 შვილი.

KvirisPalitra.Geაშშ-ის 44-ე პრეზიდენტის მეუღლე, სამართლის დოქტორი მიშელ ობამა ამერიკის ისტორიაში  აფროამერიკული წარმოშობის პირველი ლედია. ამერიკული პრესა მას ჩაცმის სტილით ხშირად ადარებს ჟაკლინ კენედის. საპრეზიდენტო რეზიდენციის ბაღში მიშელ ობამამ ბოსტანი გააშენა. მიწის პატარა ნაკვეთზე მას იაფი, გემრიელი, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული მოჰყავს. ამბობენ, ამ წამოწყებით ჰბაძავს ელეონორა რუზველტს, რომელმაც დიდი დეპრესიის პერიოდში თავის ნაკვეთზე ბოსტნეულის მოყვანა დაიწყოო.

KvirisPalitra.Geუკრაინის პირველი ლედი  ლუდმილა იანუკოვიჩი 2004 წელს ქმრის სააგიტაციო კამპანიაში მონაწილეობდა. მას შემდეგ პოლიტიკა აღარ აინტერესებს. ვიქტორ იანუკოვიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მეუღლე მეტ ყურადღებას უთმობს  შვილიშვილებს და არა მეუღლესა და მის კარიერას.

KvirisPalitra.Geმისი უდიდებულესობა დონია ლეტიცია ორტის როკასოლანო ასტურიის, ვიანისა და ჟერონის პრინცესა, მონბლანის ჰერცოგინია, სერვერის გრაფინია და სენიორა ბალაგერი, ქალიშვილობაში ლეტიცია ორტის როკასოლანო ესპანეთის ტახტის მემკვიდრის, ასტურიის პრინც ფელიპეს მეუღლეა. განათლებით ჟურნალისტია. 2000 წელს მიიღო მადრიდის პრესის ასოციაციის ჯილდო Lazza Award-ი. ეს ჯილდო განსაკუთრებული პროფესიული მიღწევების გამო 30 წლამდე ჟურნალისტებს ენიჭებათ.

ზემოთ გაგაცანით პირველი ქალბატონები, ახლა კი წარმოგიდგენთ ცნობილ მილიარდერთა მეორე ნახევრებს

KvirisPalitra.Geოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან შეხვედრამდე დარია ჟუკოვას ცხოვრება არაფრით გამოირჩეოდა. 16 წლამდე აშშ-ში ცხოვრობდა, შემდეგ კი ინგლისში გადაბარგდა და ცოტა ხანში მოქალაქეობაც მიიღო.

პარიზში გაიცნო ჩოგბურთელი მარატ საფინი, რომელიც დიდხანს არც ერთ ლამაზმანთან არ ჩერდებოდა, მაგრამ დაშა თავიდანვე გულში ჩაუვარდა და ყველასთან როგორც საცოლეს, ისე წარადგენდა.  თუმცა, მათი ურთიერთობა გაუთავებელი "კატათაგვობანას" თამაში იყო... აბრამოვიჩთან კი დარია ნამდვილი სიყვარულის მორევში გადაეშვა... მათი რომანი  ფეხბურთს უკავშირდება... რომან აბრამოვიჩი  "ჩელსის" თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, როცა დარია ჟუკოვა დაინახა და ვიპ-ლოჟაში მიიპატიჟა.

პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ორ თვეში აბრამოვიჩი ცოლს დაშორდა. მარინა აბრამოვიჩს მან თან ხუთი შვილი და ამდენივე მილიარდი დოლარი გააყოლა და დღემდე ჟუკოვასთან ერთად ნებივრობს.

ახლა დაშას აქვს ყველაფერი  - ბევრი ფული, რომელსაც ძირითადად ქველმოქმედებისთვის ხარჯავს; ლონდონში 3 მლნ დოლარად შეფასებული უზარმაზარი სახლი და რაც მთავარია, ჰყავს პატარა აბრამოვიჩი - 1 წლის ბიჭუნა აარონი.

KvirisPalitra.Geბილ გეიტსი და მელინდა პირველად Microsoft-ის პრესბრიფინგზე შეხვდნენ ერთმანეთს. ბილმა მაშინვე შეამჩნია, რომ მელინდას უქუსლო ფეხსაცმელი ეცვა.

ფსიქოლოგების აზრით, რაც უფრო მაღალ ქუსლებზე დგას ქალი, მით უფრო დაბალია მისი ინტელექტი. ეს აზრი სავსებით გამართლდა - მელინდა საოცრად ჭკვიანი ქალი აღმოჩნდა. მათი რომანტიკული ურთიერთობა ქორწილით დასრულდა.

ჯვარი 1994 წლის 1-ელ იანვარს ჰავაიზე დაიწერეს. იმის აღსანიშნავად, რომ ეს მართლაც ღირსშესანიშნავი დღე იყო, ბილ გეიტსმა გახეხილი ჯინსი და გაწელილი სვიტერი თეთრი სმოკინგით შეცვალა.

ცნობისმოყვარეთაგან თავის ასარიდებლად შეისყიდა თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების იმ დღის ყველა რეისის ბილეთები. ახალგაზრდები გაემგზავრნენ ალასკაზე, სადაც 300-იან ყინვაში ძაღლებშებმული ციგებით სრიალებდნენ. ამჟამად გეიტსები ცხოვრობენ ვაშინგტონის ტბის ნაპირას სახლში, რომლის საერთო ფართობი 3700 კვმ-ია და შეფასებულია 75 მილიონ დოლარად. გეიტსებს სამი შვილი ჰყავთ: ქალიშვილები - ჯენიფერი და ფიბი, ვაჟი - რორი.

Wall Street Journal-ის რეიტინგით, მელინდა გეიტსი პლანეტის 50 მისაბაძ ქალთა შორისაა. ჟურნალ ფორბეს-ს შედეგებით კი მსოფლიოს ძლევამოსილ ქალთა ნუსხაში 24-ე ადგილზეა.