ვინ არის პრინც ჰარის მორიგი რჩეული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალია
04-08-2016
ვინ არის პრინც ჰარის მორიგი რჩეული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალია
ცნობილია, რომ პრინცი ჰარი ქალების გულთამპყრობელია და მის გვერდით არც თუ ისე იშვიათად ჩნდებიან ლამაზი ქალბატონები. უცხოური პრესის ინფორმაციით, ჰარის ახალი რჩეული ჰყავს.

პრინცი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალბატონს, ათინა რასელ-ონასისს ხვდება. წყაროს ინფორმაციით, წყვილი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობს, ისინი ხშირად ჩნდებიან საერთაშორისო საცხენოსნო შეჯიბრებაზე, რომლითაც პრინცი ძალიან გატაცებულია და რომლითაც ათინა პროფესიონალურ დონეზეა დაკავებული.

ბოლო პერიოდში პრინცი ჰარი და ბერძენი ათინა მეგობრობდნენ, მაგრამ ქალის ქმართან განქორწინების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. 31
წლის ათინა ონასისმა საკუთარი ქმარი ერთ-ერთი სპორტსმენის დასთან რომანში გამოიჭირა და მიუხედავად ათწლიანი ქორწინებისა, მას გაშორდა. სწორედ რთულ მომენტში ათინასთან ჰარი აღმოჩნდა.


ათინა ყოფილ ქმართან ერთად

"ჰარის გოგონებთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ მან თავად აირჩია ეს ვარიანტი - გახდეს ათინას ცრემლების стать жилеткой для слез
Афины. განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა პირმა და განმარტა, რომ წყვილს ახლო ურთიერთობა აქვს. ჰარისა და ათინას ბევრი საერთო მეგობარი ჰყავთ და მათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია წყვილის ურთიერთობის შესახებ.

ათინა მირანდა რასელ-ონასისი მილიარდერი არისტოტელე ონასისის, აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის, ჯეკი კენედი მეორე ქმრის შვილიშვილია. 18 წლის ასაკში გოგონა ბაბუის ქონების ნახევარის მფლობელი გახდა - კერძოდ 2.7 მილიარდი დოლარის. ათინას მთელი ცხოვრება ტრაგედიებით იყო სავსე - სცადეს მისი გატაცება, ქონების მოპარვა, თუმცა დღეს ეს ის ყველაზე მდიდარი ქალია მსოფლიოში.

წყარო



რედაქტორის რჩევით