ზურაბ წერეთელს გუსტავ ეიფელის დიდება არ ასვენებს - კვირის პალიტრა

ზურაბ წერეთელს გუსტავ ეიფელის დიდება არ ასვენებს

ზურაბ წერეთელმა თავის სახელოსნოში გაამზადა ეიფელის კოშკზე 1,5-ჯერ მაღალი მონუმენტი "ევროპა", რომელიც ერთმანეთზე დახვავებულ ცნობილ ეკლესიებს,

ძეგლებსა თუ კოშკებს წარმოადგენს, ავტორის თქმით კი, კომპოზიცია "ევროპის განთქმული კულტურული ძეგლების არქიტექტურული სინთეზია".

წერეთელი მის დადგმას   გეგმავს მოსკოვის გამარჯვების პარკში, სადაც უკვე დგას მისი ძეგლები: "გამარჯვების მონუმენტი" და "ხალხთა ტრაგედია".