მოდა და პოლიტიკა - ვინ იცვამს ყველაზე გემოვნებიანად ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში?!
05-08-2016
მოდა და პოლიტიკა - ვინ იცვამს ყველაზე გემოვნებიანად ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში?!
მართალია პოლიტიკოსის პირდაპირი მოვალეობა მისი პოლიტიკური საქმიანობის შეასრულებაა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხშირად ხვდება გემოვნებიანად ჩაცმულ ადამიანთა სიაში. გადავწყვიტეთ რამდენიმე მათგანი სხვა კუთხით გაგაცნოთ. (ფოტოგალერეა)

კახა კალაძე

ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს პოლიტიკაში მოსვლამდე თავბრუსდამხვევი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რად დროსაც მოდელობასაც ახერხებდა. ის ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა მოდურ წვეულებებს და ყოველთვის გამორჩეული ჩაცმის სტილი ჰქონდა. უკვე პოლიტიკოსი კახა კალაძე მის სტილს არც ახლა ღალატობს და ოფიციალური შეხვედრების დროსაც კი, გამორჩეულად იცვამს. "გემოვნებით
ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ასეა",
- ამბობს ერთ-ერთი ინტერვიუში კახა კალაძე.

ხათუნა თოთლაძე

ის 2 წელია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ. ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს.
ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. ის წლების წინ ხშირად მონაწილეობდა მეუღლის ჩვენებებში და პოდიუმზე მის შექმნილ ტანსაცმელს წარადგენდა.

ნიკა მელია
მამრობითი სქესის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს მოდურად ჩაცმულს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაა. მისი ყოველდღიური სტილი უფრო ოფიციალურია, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრებზე ის უფრო თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას. განსაკუთრებით იმპოზანტურად კი გრძელ პალტოებსა და ყელზე შემოხვეულ შარფებში გამოიყურება.

მარიამ საჯაია და თინა ბოკუჩავა

შეიძლება ითქვას, ყოველთვის ფორმაში არიან და ელეგანტურად გამოიყურებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქალბატონები - მარიამ საჯაია და თინა ბოკუჩავა. ორი ახალგაზრდა ქალბატონის ჩაცმის სტილი ბევრში დიდ მოწონებას იწვევს.

ანა დოლიძე

იურისტმა ანა დოლიძემ გამორჩეული გარეგნობის წყალობით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეობისას მოხვდა, თუმცა მისი ჩაცმის სტილი ბოლო ხანს განსაკუთრებულად დაიხვეწა, ანუ მას შემდეგ, რაც აშშ-ში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა, შემდეგ კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა. ახალგაზრდა ქალბატონი საქმიანი შეხვედრებსა თუ პრესკონფერენციებზე მუდამ ელეგანტურად გამოიყურება.

სალომე ზურაბიშვილი

ამ ქალბატონმა თავისი გემოვნებიანი ჩაცმულობით ქართველი საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსვლისას მიიქცია. პოლიტიკოსთა კონსერვატიულ სტილს მიჩვეულ ქართველებს საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის ფერადოვანი სამოსი და მოზრდილი აქსესუარები ცოტა ეჩოთირებოდათ კიდეც, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მალევე დაამტკიცა, რომ ფრანგულ მოდურ სალონებში მიღებული გამოცდილება უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებებისას ხელს სულაც არ უშლიდა და მისი გამორჩეული გარეგნობითა და სტილით ძლიერი სქესის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს თავბრუსაც ახვევდა.

ნინო ბურჯანაძე
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ამ ქალბატონის პოლტიკური პოზიცია ჩვენში ბევრს სულაც არ მოსწონს, მაინც ყველა აღიარებს, რომ
მოდურად და ელეგანტურად ჩაცმულთა სიაში მას ადგილი გარანტირებული აქვს. ნინო ბურჯანაძე პარლამენტარი კარგა ხანს იყო, თუმცა მისი ჩაცმულობის სტილის ფორმირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. ბევრი დღემდე მიიჩნევს, რომ ის ბრიტანეთის ექსპრემიერ "რკინის ლედად" წოდებულ მარგარეტ ტეტჩერს ბაძავს, რასაც მაინც და მაინც თვითონაც არ უარყოფს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც ბურჯანაძე ტეტჩერივით საზოგადოებაში მარგალიტის მძივით ჩნდება.

იხილეთ ფოტოგალერეა
sandro
10 აგვისტო 2016 21:22
კალაძე კი ბატონო მაგრამ, ნიკა მელია საიდან მოგელანდათ რომ გემოვნებიანად იცვამს?:)))
status quo
07 აგვისტო 2016 10:06
ნიკა მელიაა გემოვნებიანი? მაგას ტანი უნდა ჰქონდეს კარგი,მაგრამ თავი უნდა წააჭრა,ყველა გაგებით აუშნოებს...
მაკა
06 აგვისტო 2016 13:43
ყველაზე კარგი და გემოვნებიანი ქალბატონია სალომე ზურაბიშვილი. ბოკუჩავას და საჯაიას ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ჩაცმულობა აქვთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები